ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

შეერთებულ შტატებს აქვს შემოთავაზება – Bitcoin-ი განისაზღვროს, როგორც საბირჟე პროდუქტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა პოლ გოსარმა (Paul Gosar) შესწორება შეიტანა „2020 წლის კრიპტოვალუტების კანონპროექტში“. პირველად დოკუმენტში გამოჩნდა გადანაწილებული კრიპტო რეესტრის დეტალური განმარტება სმარტ-კონტრაქტებისა და კონსენსუსის სხვადასხვა ალგორითმის მოხსენიებით.

ახალ ვერსიაში აგრეთვე გაჩნდა პუნქტი სადაზღვევო დეპოზიტარების შესახებ.

ცვლილება შეეხო Stablecoin-ების მდგომარეობასაც: „ბანკი-კორესპონდენტის ხარჯზე სრული უზრუნველყოფა“ ჩანაცვლდა „სადაზღვევო დაწესებულებების მხრივ ინდივიდუალური უზრუნველყოფით“.

ახალ ვერსიაში შენარჩუნდა ციფრული აქტივების სამ კატეგორიად დაყოფის პრინციპი. კრიპტოვალუტა განსაზღვრულია როგორც დოლარზე მიბმული ინსტრუმენტი, ან „სინთეზირებული დერივატივი ბლოკჩეინზე“. კრიპტოსავალუტო საბირჟო პროდუქტებში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური პროდუქტები ან სერვისები ბლოკჩეინის ბაზაზე. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებს კი მიეკუთვნება ყველა სასესხო, წილობრივი და საწარმოო ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი.

ამრიგად, Bitcoin უფრო საბირჟო პროდუქტი გამოდის და არა კრიპტოვალუტა. დოკუმენტის თანახმად კრიპტოვალუტის აღწერილობას Stablecoin Tether უფრო შეესაბამება.

ამასთან, კანონპროექტში არ არის ნახსენები არაურთიერთჩანაცვლებადი (NFT) ტოკენები.

ციფრული აქტივების ბაზრის საწყისი რეგულირება უნდა დაევალოს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიას (CFTC), აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC), აგრეთვე ხაზინის მდივანს, რომლებიც მოქმედებენ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი ქსელის (FinCEN) მეშვეობით.

კანონპროექტის პირველი ვერსია გოსარმა გასული წლის დეკემბერში წარადგინა.

2020 წლის თებერვალში FinCEN-მა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განაცხადა, რომ მუშაობენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებზე.

მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროში შედგა შეხვედრა კრიპტოვალუტების სფეროს წარმომადგენლებსა და იურიდიული თანაფარდობის ექსპერტებს შორის, რათა განეხილათ ციფრული ვალუტების რეგულირების საკითხები.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button