ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიასმარტფონებიტექნოლოგია

ბატარეაზე მომუშავე უსადენო მონიტორი AirView სმარტფონებისა და ლეპტოპებისთვის

ქრაუდფანდინგის პლატფორმა Kickstarter-ზე წარმატებით დებიუტირებს პორტატული მონიტორი AirView-ს პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეპტოპებსა და სმარტფონებთან გამოყენებისთვის. 

მოწყობილობით შესაძლებელია სიგნალის წყაროსთან მონაცემთა გაცვლა უსადენო და სადენიანი კავშირით. კერძოდ, ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 ადაპტერი, რომელიც მოქმედებს 2.4-და 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში. მონიტორში წარმოდგენილია Miracast და AirPlay მხარდაჭერა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია HDMI და USB Type-C ინტერფეისები. 

image.jpeg

მონიტორს აქვს ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. კვებას უზრუნველყოფს 10 500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც დაახლოებით 4 საათს ძლებს. 

image.jpeg

AirView გამოვა ორ მოდიფიკაციად –  15.6-და 13.3-დუიმიანი მოდელები. ორივე მათგანს ექნება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD ფორმატი), კადრის განახლების სიხშირე – 60 ჰერცი. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. 

უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 . მხარდაჭერილია 98%-იანი sRGB ფერთა გამა. მოწყობილობა იწონის 1080 გრამს, მისი ზომებია 352 × 228 × 9,4 მმ. 

image.jpeg

უმცროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელი 300 კდ/მ2 -ს შეადგენს. sRGB ფერთა გამა 100%-იანია. ამ ვერსიის ზომა 310 × 200 × 9,4  მილიმეტრია, წონა – 850 გრამი. 

მონიტორის ფასი 330 აშშ დოლარიდან იწყება. შეკვეთების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მაისიდან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button