ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

გამოქვეყნდა Xiaomi Mi 10 Explorer Edition-ის ხარისხიანი რეალური ფოტოები

2018 წლის გაზაფხულზე ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა სმარტფონი Xiaomi Mi 7. ბაზარზე იგი გამოვიდა, როგორც Xiaomi Mi 8, ნუმერაციის ცვლილება კი მიეძღვნა ჩინური კომპანიის 8 წლის იუბილეს. სმარტფონის ანონსი შედგა მაისის ბოლოს, მასზე ერთი კვირით ადრე კი HTC-მ გამოუშვა ფლაგმანი U12 Plus, რომლის მთავარი განსაკუთრებულობა იყო გამჭვირვალე უკანა პანელი. Xiaomi-მ გადაწყვიტა პასუხი გაეცა კონკურენტისთვის და წარადგინა მოდელი Mi 8 Explorer Edition. 

image.png

HTC U12 Plus 

გაყიდვების დაწყებამდე სმარტფონს „ჰქონდა“ გამჭვირვალე უკანა პანელი, თუმცა როგორც კი იგი ენთუზიასტების ხელში მოხვდა, დადგინდა, რომ Xiaomi Mi 8 Explorer Edition-ის პანელს მიღმა არ ჩანდა შიდა კომპონენტები –  წარმოდგენილი იყო მხოლოდ სტიკერი. 

image.png

Xiaomi Mi 8 Explorer Edition 

2019 წელს Xiaomi-მ დააანონსა მოდელი Mi 9 Transparent Edition და ამ შემთხვევაში თავიდანვე ითქვა, რომ სმარტფონის უკანა მხარეს ამშვენებდა შიდა მაკომპლექტებლების მაკეტი. 

გასულ თვეში წარდგენილ იქნა ახალი თაობის ფლაგმანები Mi 10 და Mi 10 Pro. ამჯერად კომპანია Xiaomi-მ გადაწყვიტა არ გამოეშვა გამჭვირვალე ვერსია, თუმცა კომპანია ასეთ მოდელს მალე დაამატებს თავის ასორტიმენტში. 

image.png

 
Xiaomi Mi 9 Transparent Edition 

ინტერნეტში გამოქვეყნდა სმარტფონ Xiaomi Mi 10 Explorer Edition-ის პირველი რეალური ფოტოები. ფოტოებიდან რთულია დავასკვნათ, არის თუ არა ამ სმარტფონის უკანა მხარე რეალურად გამჭვირვალე. ძირითადი კამერის მოდულებს შორის ავტოფოკუსის ლაზერული დამხმარის არარსებობა კი იმას ნიშნავს, რომ Explorer Edition-ს საფუძვლად უდევს Xiaomi Mi 10 და არა Xiaomi Mi 10 Pro. 

ტექნიკური მახასიათებლების, ფასისა და ანონსის თარიღის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. თუმცა დასაშვებია იმედი, რომ სმარტფონს “ჩვეულებრივ“ ფლაგმანთან შედარებით გაუმჯობესებული პარამეტრები ექნება – სულ მცირე გაზრდილი ოპერატიული და ინტეგრირებული მეხსიერება. 

image.png
image.png
image.png
image.png

შეგახსენებთ, რომ Xiaomi Mi 8 Explorer Edition მოდელ Mi 8-სგან განსხვავდება დიდი მოცულობის მეხსიერებით, დისპლეიზე ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და სახის ამომცნობი სამგანზომილებიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Xiaomi Mi 9 Transparent Edition სტანდარტული მოდელისგან განსხვავდება ძირითადი კამერის მთავარი მოდულის გაუმჯობესებული ოპტიკით. რა თქმა უნდა „გამჭვირვალე“ მოდელები გაცილებით ძვირადღირებულია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button