ისტორიასურათები

ომაირა სანჩესი

13 წლის კოლუმბიელი გოგონა, რომელიც დაიღუპა 1985 წელს. ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე 5 წუთით ადრე ფრანკ ფურნიეს მიერ. არმეროს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ომაირა სამი დღე ნანგრევების მახეში იყო მოქცეული. გოგონამ მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მუშებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მის გადარჩენას ვერ ახერხებდნენ. ომაირა რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა, დაემართა განგრენა და ჰიპოთერმია. 60 საათიანი ტანჯვის შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა, მანამდე კი კამერებს უღიმოდა და შიგადაშიგ ჟესტებს აკეთებდა. ფოტოს გამო დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ კოლუმბიის მთავრობას, რომ ამოფრქვევამდე გამაფრთხილებელ ნიშნებს არ მიაქცია ყურადღება და უსაფრთხოების ზომები არ მიიღო.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button