თვითმასწავლებელიროგორ ?რჩევებისაინტერესოსხვადასხვა

როგორ მოვიყვანოთ მოსავალი ზედმეტი ფულის დახარჯვის გარეშე

გაზაფხულის დადგომისთანავე, მებაღე-მებოსტნეები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ჩვენ გირჩევთ, როგორ შეიმციროთ შრომა, ეკონომია გასწიოთ და მდიდრული მოსავალი მოიყვანოთ.

კონტეინერები ჩითილებისთვის

თუ ჩითილებს პლასტიკატის კონტეინერებში გამოიყვანთ, ორ კურდღელს მოკლავთ, თან ეკონომიას გასწევთ, თან ბუნებას გაუფრთხილდებით.

სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის

იმისათვის, რომ ნერგებს სოკოვანი დაავადებები არ გაუჩნდეთ, წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ (1 ჩ/კ ერთ ლიტრ წყალზე). ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ოთახის ყვავილებისთვის.

მცენარის ზრდისთვის

თუ გეჩქარებათ, რომ მცენარემ ფესვებიც ღრმად გაიდგას და სიმაღლეშიც გაიზარდოს, ნიადაგში ჩაის ან ყავის ნარჩენი ჩაასხით. ისინი აზოტის წყაროა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ნახერხი და ნამჯა

გრუნტის გასაუმჯობესებლად და ტენის შესანარჩუნებლად, ნიადაგს ნახერხი ან ნამჯა დააყარეთ. ამგვარად მორწყვის ეკონომიას გასწევთ.

ჯანსაღი ნერგები

ნერგების დასამუშავებლად ქიმიური ნივთიერებების ყიდვას ნუ იჩქარებთ. დაფქული დარიჩინი, კურკუმა და მიხაკი საუკეთესოდ ებრძვიან ბაქტერიებსა და დაავადებების წარმომქმნელ ნივთიერებებს. თითო ჩ/კ სანელებლებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააგრილეთ და მორწყეთ მცენარეები ორ კვირაში ერთხელ.

კომპოსტი

ჩაის დაყენების შემდეგ ფერი არ გადაყაროთ. იგი კომპოსტის საუკუთესო საშუალებაა. სპეციალურ კონტეინერში დააგროვეთ, რათა მოგვიანებით სასარგებლო ფენა შექმნათ ნათესებისთვის.

სასარგებლო მწერები

იზრუნეთ, რომ თქვენს ბოსტანში სასარგებლო მწერები გაჩნდნენ (ჭიამაია, ბაზი, ოქროსთვალა). ისინი თქვენ ნაცვლად შეებრძოლებიან მავნე მწერებს. თუ გსურთ, რომ ნაკვეთის კონკრეტულ ტერიტორიაზე ჭიამაიები გაჩნდნენ, ნიადაგი ვაჟინით დანამეთ.

მოაცილეთ ლოქორა

ნაკვეთის განადგურება მარტივად შეუძლია. ამიტომ საგაზაფხულო სამუშაოების დროს გათავისუფლდით მისგან.

კალენდულა – თქვენი ბაღის დამცავი

სამკურნალო ბალახია, რომელიც ნათესებს გამანადგურებლებისგან (კოლორადოს ხოჭოსგანაც) დაიცავს. მოაშენეთ იგი ბაღსა და ბოსტანში.

საფარი მცენარეებისთვის

ცელოფნის საფარისგან მინი-სათბური უნდა შექმნათ. ამით მორწყვასაც შეამცირებთ და ღამის ტემპერატურის ცვალებადობისგანაც დაიცავთ ნათესებს.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button