ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – ნეტოჩკა ნეზვანოვა

„მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო?“

„არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე.“

„არის ისეთი წუთები, როდესაც მტკივნეულად დაჭიმული მთელი გონებრივი და სულიერი გრძნობები უცაბედად აალდებიან ცნობიერების ნათელი ცეცხლით და ასეთ დროს რაღაც წინასწარმეტყველური ესიზმრება გაკვირვებულ სულს, რაღაც დამღლელი შეგრძნება მომავლისა, რომელიც მას მოელის და რა ძლიერ სასურველია ცხოვრება, როგორ ითხოვს მთელი თქვენი არსება სიცოცხლეს და ყველაზე ბრმა, ყველაზე ცხელი იმედის ალით აგიზგიზებული თქვენი გული თითქოს მომავალს იწვევს, მთელი თავისი საიდუმლოებით, მთელი თავისი შეუცნობლობით. თუნდაც ქარბუქით, ჭექა-ქუხილით, მაგრამ სიცოცხლით იყოს ოღონდაც. ჩემი წუთი ზუსტად ასეთი იყო.“

„ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება – შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ.“

„ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა.“

„ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა.“

„ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა.“

„ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება.“

netochka.2

„ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე?“

„არის წუთები, რომელსაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში.“

„თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება.“

„მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა – მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება – მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა.“

„ხარბად დავიწყე წიგნების კითხვა და ამ საქმემ მალევე სრულიად გამიტაცა. ჩემი ყველა ახალი მოთხოვნილება, ყველა ცოტა ხნის წინანდელი მისწრაფებანი, ნიაღვრები ჩემი აწყვეტილი ასაკისა, სიმშვიდის გარეშე, ამბოხით წარმოსდგა ჩემს სულში, რაც ჩემმა ძალიან ადრეულმა განვითარებამ გამოიწვია – ეს ყოველივე სულ სხვა მხარეს გადაიხარა, თითქოს დაკმაყოფილებული ახალი საკვებით, თითქოს იპოვა სათავისო სწორი გზა. მალევე ჩემი გული და გონება ისე მოჯადოვდა, ჩემი ფანტაზია ისე ფართოდ გაიშალა, რომ მე თითქოს მთელი ის მსოფლიო დავივიწყე, რომელიც გარს მერტყა. მეჩვენებოდა, რომ თვით ბედმა მომაქცია ცხოვრების ამ ნაკადში, რომელშიც ასე მივიწევდი წინ, რომელზეც მთელი დღე და ღამე ვმკითხაობდი და სანამ უცნობ გზაში გამიშვებდა, მომიხმობდა სიმაღლეზე, მაჩვენებდა მომავალს ჯადოსნურ პანორამაში, მომხიბვლელ, მომნუსხველ პერსპექტივაში. მომელოდა მთელი ეს მომავალი გადამეტანა, თავდაპირველად წიგნში ამოკითხვით, გადამეტანა ოცნებებში, ვნებათა ღელვაში, ახალგაზრდა სულის ტკბილ მღელვარებაში.“

„მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას.“

„მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება.“

netochka.3

„საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო.“

„მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა.“

„შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით.“

„უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) – საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა.“

„შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა.“

„მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ.“

„იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა.“

„მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია!“

„ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, – მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი.“

„მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა – არ არის ტალანტი.“

netochka

„სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა.“

„როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ.“

ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“

„მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია – მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო?“

„მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია.“

„…მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი.“

„საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button