ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – თვინიერი

„ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს.“

„ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება.“

„ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა.“

„როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო.“

„ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა – უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს.“

„იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ – აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია.“

„მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა!“

„ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა – მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის.“

„ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა.“

„ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს.“

505f3850259c7-438x550

„უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა.“

„იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია.“

„თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშსადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის.“

„ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა!“

„ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის!“

„გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება.“

„ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!..“

„იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო.“

04-Surikov--1931-illus.-for-A-Gentle-Creature-by-Dostoevsky

„ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს.“

„რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ!“

„ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე – ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი – ესაა თქვენი დედამიწა.“

„ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო, – ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი.“

„…მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს..“

artlib_gallery-321850-b

„მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც.“

„ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული.“

„ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს.“

„ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი“.

„ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა.“

ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close