ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

„ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი.“

„თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია.“

„ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს.“

„ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს.“

„რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ.“

„თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.“

„უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს.“

„თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა!“

„რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში.“

„უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button