განხილვალიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძე – დადიანის ასული და მათხოვარი – ანალიზი

ნიკო ლორთქიფანიძე ეკუთვნის იმ უდიდეს ჰუმანისტთა რიცხვს, რომლისთვის პატივსაცემი და ფასეულია თვით სახელი ადამიანისა და არა მისი საზოგადოებრივი წონა თუ მდგომარეობა.

დადიანის 13 წლის ასულმა, მტრისგან ლტოლვის დროს, ცხენზე შემოისვა და გადაარჩინა კუზიანი, ბებერი მათხოვარი.

5 წლის მერე მათხოვარი მივიდა და მარგალიტი აჩუქა დადიანის ასულს. ბატონიშვილს კი არაფერი ახსოვდა ამის შესახებ.

ამ გარემოებამ დააფიქრა გლახა. რა ჰქონდა მას ისეთი, რომ შფოთიან მომენტში მიაპყრო გოგონას ყურადღება? სიმდიდრე, სახელი, სილამაზე შორს იყო მისგან, არაფერი ებადა, გარდა იმისა, რომ ადამიანი ერქვა და ამ მის ადამიანობაშია ამოცანის გასაღები:

“გამხმარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება, ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყოველგან, იმერეთის სამეფოს არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი”.

ადამიანის ღირებულება არაფრით არ გაიზომება, არაფერს შეეჭონება. “ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები”.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button