ქართული გვარები

ბადალაშვილი-ბადალოვი-ბადალიანი ( ქართული გვარ – სახელები )

გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და „ტოლფასს” ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.

519 ბადალიანი. თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77 არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button