ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

დაანონსდა მსოფლიოში პირველი 6-ნანომეტრიანი პროცესორი

კომპანია Unisoc-მა, რომელიც ძველად ცნობილი იყო Spreadtrum-ის სახელით, დააანონსა მობილური პროცესორი Tiger T7520. ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ჩიპი, რომელიც დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით.

ჩიპსეტი მოიცავს რვაბირთვიან CPU-ს Cortex-A76-სა და Cortex-A55-ის ბაზაზე. ბირთვების სიხშირე ჯერჯერობით უცნობია. ცალკრისტალიან სისტემაში გრაფიკის რენდერინგზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი ARM Mali-G57 GPU.

Tiger T7520-ს აქვს ინტეგრირებული მოდემური დაფა მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერისთვის. კომპანიის თქმით, იმ ჩიპებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოდგენილია ცალკეული 5G მოდემებით, ახალი პროცესორი გაზრდილი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

Tiger T7520-ში განთავსებულ მოდემურ დაფას აქვს არაავტონომიური და ავტონომიური არქიტექტურების მხარდაჭერა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღემატება 3,25 გბ/წმ-ს. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რეალიზებულია Dual-SIM Dual 5G ტექნოლოგიები. ცალკრისტალიან სისტემა Tiger T7520-ზე მოქმედ სმარტფონებში ორივე SIM-ბარათი იმუშავებს 5G ქსელში.

ახალი მობილური პროცესორის მქონე პირველი მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. მათში წარმოდგენილი იქნება კამერები მაქსიმალური 100 მპ გაფართოებით, 4K UHD ფორმატის ეკრანები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და HDR10+ მხარდაჭერა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button