ახალი ამბებითამაშები

Obsidian მუშაობს ახალი თაობის მაღალბიუჯეტურ როლურ თამაშზე

სტუდია Obsidian Entertainment-ის მომხმარებლებმა ვაკანსიების განყოფილებაში აღმოაჩინეს, რომ კომპანის სჭირდება ანიმაციების დირექტორი AAA-კატეგორიის დაუანონსებელი პროექტისთვის, რომელიც მიეკუთვნება როლური თამაშების ჟანრს და განკუთვნილია ახალი თაობის პლატფორმებისთვის. 

ვაკანსიისთვის შესაბამის პირს მოეთხოვება დიდი გამოცდილება ანიმაციის მიმართულებით მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობაში, საჭიროა ფლობდეს ცოდნას ოთხფეხა, ორფეხა ჰუმანოიდების ანიმირების საკითხში, ინსტრუმენტ Autodesk Maya-ს გამოყენების ცოდნა, უნდა ესმოდეს ძაფების, თმისა და შემადგენელი ნაწილების ანიმირების პრინციპები და ა.შ. 

Obsidian-ის ახალი პროექტის ანიმაციების დირექტორი შეადგენს სამუშაო გეგმას, მართავს ანიმატორების გუნდს, შექმნის ანიმაციებისა და სხვა მასალების პროტოტიპებს, შეასრულებს დამაკავშირებელი რგოლის როლს ანიმაციურ განყოფილებასა და სხვა სამუშაო გუნდებს შორის და ბევრი სხვა. 

კონკრეტულად რომელ პროექტს ეხება საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ბოლოს Obsidian Entertainment  გახდა Xbox Game Studios-ის ნაწილი, ასე რომ ფინანსური კრიზისი გუნდს არ ემუქრება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button