ავტომობილიტექნოლოგია

Tesla Cybertruck-ს ექნება მაღალტექნოლოგიური ინტერფეისი ტვირთის ჩაბმის გამარტივებისთვის

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა საზოგადოებას გაუზიარა რამდენიმე ახალი დეტალი ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის შესახებ, რომელიც ფუტურისტული კუთხოვანი დიზაინით გამოირჩევა.

მასკის თქმით, პიკაპის საბარგული იმაზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ამ დრომდე იყო გამოცხადებული. მისი სიგანე შეადგენს 82 დუიმს, ანუ 208 სანტიმეტრს და არა 203-ს. ეს მაჩვენებელი მოსალოდნელთან ახლოსაა, თუმცა პრეზენტაციაზე წარმოდგენილ 84-დუიმიან ეგზემპლარზე ოდნავ მცირეა.

მასკმა განაცხადა ისიც, რომ სტანდარტული კომპლექტაციის პიკაპი წარმოდგენილი იქნება ლაზერული მანათობლებით, რომლებიც განთავსდება საქარე მინის ზედა ნაწილში. მისი თქმით, იგი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე საპრეზენტაციო მოდელი.

როდესაც მასკს ჰკითხეს – ექნებოდა თუ არა პიკაპს სასარგებლო ტვირთის/მისაბმელის მრიცხველი, მან უპასუხა, რომ ეს ფუნქცია ელექტრო მობილს აუცილებლად ექნება, ისევე როგორც ბევრი სხვა საჭირო შესაძლებლობა.

მისი თქმით, ბორტკომპიუტერის დისპლეიზე აისახება ცვლილებები რეალურ დროში სიჩქარის მაქსიმალური განვითარებისას, დამუხრუჭებისას, მოხვევისას, ასევე დარჩენილი სვლის მარაგის მაჩვენებლები. მაჩვენებლებში გათვალისწინებულ იქნება გზის სიმაღლე, ტვირთის მასა და წინაღობის ზემოქმედება.

იმის გამო, რომ გაზრდილი მასა გავლენას ახდენს ავტომობილის დინამიკაზე, Tesla-ს სურს მძღოლს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ რეაგირებს მისი პიკაპი ამაზე რეალური დროის რეჟიმში.

გარდა ამისა, სრულყოფილი ინფორმაცია მძღოლს საშუალებას მისცემს არ იღელვოს ეყოფა თუ არა აკუმულატორის მარაგი მთლიან გზაზე, აგრეთვე ამაღლდება დიდი მასის ტვირთით მგზავრობის უსაფრთხოების დონე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button