ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძის “ლიტერატურული სასმელების” კოლექცია

“სქემა შედგენილია მხატვრულ ლიტერატურაში ნახსენები სასმელით. შედარებისთვის: ერნსტ იუნგერის “პარიზულ დღიურშიც” და მაირინკის “გოლემშიც” ერთგან გროგს მიირთმევენ. პირადად მე, იუნგერის დღიურები ბევრად მირჩევნია მაირინკის რომანს, მაგრამ აქ ლიტერატურის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი, და არა – ჩემი კაპრიზით.

დაბოლოს, თუ ამ სქემამ ერთ კაცს მაინც მოაწყურა და წიგნის წაკითხვა მოანდომა, ჩავთვლი, რომ წერილი ტყუილად არ დამიწერია. თუ არადა, ეს სქემა კროსვორდის შევსებისას მაინც გამოგვადგება. ხომ შეიძლება შეგვხვდეს შეკითხვა: რას სვამს ვრონსკი “ანა კარენინაში”? (ზაზა ბურჭულაძე, კონფორმისტის ჩანაწერები, 2010 წ.)

მწერალი სიმბოლურად გვთავაზობს 55 ავტორს, 55 ნაწარმოებს, 55 პერსონაჟს და 55 “ლიტერატურულ სასმელს” :

აბე – ქალი ქვიშაში – ძიუმპეი – წყალი

ვ. ალენი – შეფი – მამა – ხერესი

აპდაიკი – ისტვიკელი ჯადოქრები – სიუკი – ბურბონი

ბარტი – გზის დასასრული – ჰორნერი – მუსკატელი

ბატაი – თვალის ისტორია – დონ ამინადო – შარდი

ბეროუზი – ჯანკი – უილიამი – შერი

ბერჯესი – მექანიკური ფორთოხალი – ალექსი – რძე

ბრედბერი – შემგროვებელი – ადვოკატი – ბრენდი

ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა – კატა-ბეჰემოთი – ნავთი

გაშეკი – ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი – პატიმარი – მელანი

გრასი – თუნუქის დოლი – ბებრა – კალვადოსი

დოვლატოვი – ნაკრძალი – სმირნოვი – შარტრეზი

დრაიზერი – ამერიკული ტრაგედია – რეტერერი – რეინვეინი

ეკო – ფუკოს ქანქარა – კაზობონი – ლუდი

ელისი – გლამორამა – ვიქტორი – ლატე

ეროფეევი – ვალპურგის ღამე – კომანდორი – ეთანოლი

ვიანი – დღეთა ქაფი – კოლენი – სოტერნი

კამიუ – უცხო – მერსო – ყავა

კაფკა – ციხე-სიმაგრე – კ. – კონიაკი

კერუაკი – დრაჰმის მაწანწალები – ბოდრი – ტეკილა

კორტასარი – კლასობანას თამაში – ოლივეირა – მატე

ლიოსა – ვინ მოკლა პალომინო მოლერო ? – მფრინავი – პისკო

მაირინკი – გოლემი – ცვაკი – გროგი

მანი – ჯადოსნური მთა – კასტორპი – პორტერი

მარკესი – პატრიარქის შემოდგომა – ალდოუსი – ჩიჩა

მილერი – კიბოს ტროპიკი – კარლი – პერნო

მისიმა – პატრიოტიზმი – ტაკეიამა – საკე

მოემი – მთვარე და ექვსპენიანი – სტრიკლენდი – აბსენტი

მუზილი – უთვისებო კაცი – ბორდვერი – ღვინო

ნაბოკოვი – ლოლიტა – ჰუმბერტი – ჯინანასი

ორუელი – 1984 – უინსტონი – ჯინი

პალანიკი – მებრძოლთა კლუბი – ტაილერი – არაყი

პელევინი – ჩაპაევი და პუსტოტა – პეტრე – შინნახადი

პეპერშტეინი – კმს – კაშენკო – კისელი

პინჩონი – ვ. – ჯერონიმო – კოქტეილი

პლატონოვი – ჩევენგური – კოპენკინი – ვისანტა

პრუსტი – სვანის მხარეს – ოდეტა – ჩაი

ჟიდი – ყალბი ფულის მჭრელები – ლილიანი – ტოკაური

რუშდი – მავრის უკანასკნელი ოხვრა – დ’ ეტი – პორტვეინი

სელინი – მოგზაურობა ღამის კიდეზე – ბარდამიუ – ვერმუტი

სელინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში – კოლფილდი – ვისკი

სელფი – მამალი და ხარი – ალანი – რეცინა

ტომფსონი – შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში – გონზო – კოქტეილი

უაილდერი – კაბალა – მარკანტონიო – მარსალა

უელბეკი – ელემენტარული ნაწილაკები – ჯერზინსკი – არმანიაკი

ფამუქი – შავი წიგნი – გალიპი – რაკი

ფაულზი – მოგვი – ერფე – უზო

ფოლკნერი – ხმაური და მძვინვარება – კომფსონი – კოკა-კოლა

ფრიში – დავირქმევ განტენბაინს – ენდერლინი – გრაპა

ჯოისი – ულისე – ბლუმი – კაკაო

ჩენდლერი – ღრმა ძილი – ჰარი – შხამი

ჰამსუნი – მისტერიები – ნაჰელი – შამპანური

ჰაქსლი – ო, მშვენიერი ახალი სამყარო – ლენაინა – სომა

ჰემინგუეი – კილიმანჯაროს თოვლიანი მთა – სმითი – ბულიონი

ჰესე – ნარცისი და გოლდმუნდი – კონრადი – სიდრი

თეკლე ქაროსანიძე

Source
https://venue.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button