ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

ტექნიკური ანალიტიკოსი: მზარდ ტენდენციამდე Bitcoin-ი მცირე ხნით 9 ათას დოლარს ქვემოთ ჩამოვა

მანამ, სანამ 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ მოძრაობას განაახლებს, პირველი კრიპტოვალუტის ფასის მხარდაჭერის დონე 8867 აშშ დოლარი იქნება, დარწმუნებულნი არიან  CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსები. 

ბოლო პერიოდში ბაზარზე კვლავ დათვური განწყობაა – BTC-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა მხარდაჭერის საკვანძო ხაზს ქვემოთ 9188 აშშ დოლარიან ნიშნულზე, რაც ივნისის მაქსიმუმიდან იყო დაწყებული. 

სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 9200 აშშ დოლარად იყიდებოდა (Bitstamp). CoinMarketCap-ის მონაცემებით, საშუალო  კურსი დღის განმავლობაში 1.69% –ით შემცირდა. 

დღიური გრაფიკი 

BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან 

ორშაბათს ფასის მიხედვით ჩამოყალიბდა Dodge candle, რაც მოწმობდა გაურკვევლობასა და ტრენდის შემობრუნების მაღალ ალბათობას. 

გარდა ამისა, „სამხრეთით“ შემობრუნდა ხუთდღიანი მოძრავი შუალედი (MA). ასევე, განწყობის მოკლევადიან ცვლილებზე მიანიშნა MACD-ინდიკატორის ჰისტოგრამამ, რომლის მაჩვენებელი ნულის ქვემოთ დაეცა. 

ოთხსაათიანი გრაფიკი 

image.png

BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან 

შეინიშნება RSI-ს დათვური დივერგენცია 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულის წარუმატებელი შტურმის ფონზე. ამ ინდიკატორის მაჩვენებელმა უკვე მიაღწია დათვურ ტერიტორიას 50-იან ნიშნულს ქვემოთ. გარდა ამისა, პირველი დღე არაა, რაც MACD-ჰისტოგრამა წითლად ანათებს. 

ჯამში, ვითარება მიგვანიშნებს MA 200-სკენ ფასების დაცემაზე, რომელიც ამჟამად 8867 დოლარიან ნიშნულზეა. თუკი დინამიური წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნდება და ამასთან RSI გაარღვევს დაღმავალ ტრენდს, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოხდება 2020 წლის მაქსიმუმის რეტესტი 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულით. 

წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო მხარდაჭერის დონე იქნება 8500 აშშ დოლარი, შემდეგ კი – 8000. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button