ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Altcoin-ების სეზონი ბრუნდება? Ethereum-მა გადააჭარბა 200 აშშ დოლარიან დონეს, Bitcoin-ი კი 10 ათას დოლარიანი ნიშნულისკენ მიიწევს

პირველმა კრიპტოვალუტამ განაახლა 2020 წლის ახალი საფასო მაქსიმუმი და შეეხო 9775 აშშ დოლარიან ნიშნულს (Bitstamp). ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია კი 275 მლრდ აშშ დოლარს მიუახლოვდა – დონეს, რომელიც ბოლოს დაფიქსირდა 2019 წლის აგვისტოში. 

თანმდევი კორელაციის მიუხედავად, პირველი კრიპტოვალუტა 6 თებერვლამდე 9650 აშშ დოლარს ზემოთ რჩებოდა და გავლენას ახდენდა მთელი ბაზრის მდგომარეობაზე. 

Altcoin-ებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ – Ethereum-მა: გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული მისმა ფასმა პირველად გადალახა ფსიქოლოგიური 200 აშშ დოლარიანი დონე. სტატიის წერის მომენტში ETH-ის ფასი დაახლოებით 207.77 აშშ დოლარი იყო. 

ბოლო დღეებში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით ბაზრის სხვა ლიდერების მაჩვენებლები ამგვარია: Bitcoin Cash (გადააჭარბა 440 აშშ დოლარს),  Bitcoin SV (300 $), Ethereum Classic (13,00$) და Tezos (2,18 $). 

image.png

Bitcoin-ის წინა მაქსიმუმი აღინიშნა 3 თებერვალს და მიაღწია 9615 აშშ დოლარს. 

4 თებერვალს Bitstamp-ზე მისი ფასი 9062 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა დათვური განწყობა ხანგრძლივი არ ყოფილა – მოკლე დროში ბაზარმა კვლავ აღმასვლა დაიწყო და ბევრი ანალიტიკოსი აალაპარაკა იმაზე, ხომ არ ბრუნდება Altcoin-ების სეზონი. 

ასეთ მტკიცებებთან უფრო ფრთხილად ყოფნაა საჭირო, თუმცა Bitcoin-თან მიმართებაში ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამად უკვე შესაძლებელია ხარულ განწყობაზე საუბარი. ცნობილმა ტრეიდერმა ჯოშ რეიჯერმა დაწერა, რომ ბევრი კვლავ ვერ ხვდება რა მოხდა – მისი თქმით საერთო ტრენდი ახლა ოფიციალურად შეიცვალა.  ახალი სიმაღლეებისკენ შემობრუნებას ამტიცებს ისიც, რომ Bitcoin-მა გადააჭარბა 9550 აშშ დოლარიან ნიშნულს. 

 

image.jpeg

შეგახასენებთ, რომ ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ოპტიმისტურადაა განწყობილი 2020 წლის მანძილზე Bitcoin-ის მომავალთან დაკავშირებით და ვარაუდობს მის ზრდას თითქმის 200 %-ით უახლოესი ექვსი თვის მანძილზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button