Mythbusterინტერნეტი / სოც მედიაუცნაური

ინტერნეტ-მითი: ჭამენ თუ არა ჩინელები ადამიანის ემბრიონის სუპს? [+15]

ბევრს უნახავს სურათები, სადაც ჩინელები ერთ-ერთ ტაივანურ რესტორანში თითქოსდა ჩანასახისგან სუპს აკეთებენ, ზოგჯერ უბრალოდ წვავენ, შემდეგ კი კლიენტები მიირთმევენ მას. ამას თან ერთვის კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარები და ზოგჯერ ფასებიც კი, რომლებიც 50-დან 70 დოლარამდე მერყეობს.

ყველაზე ხშირად დართულია ფოტო, სადაც აზიელ მამაკაცს უჭირავს უცნაური ფორმის რაღაც, ეს “რაღაც” მოგვიანებით ნაყოფი აღმოჩნდება. სენსაციური ხასიათის გამო ამ ამბავმა სწრაფად მოიკიდა ფეხი ინტერნეტში, თუმცა რეალობა გაცილებით ნაკლებად სენსაციურია.

ტაივანს ისეთივე დამოკიდებულება აქვს კანიბალიზმთან, როგორიც დანარჩენ მსოფლიოს – მსგავსი ქმედება ითვლება როგორც ამაზრზენად, ისე უკანონოდ. მართალია ის, რომ ჩინური და ტაივანური კულტურა განსხვავდება ამერიკულისა და ევროპულისგან, ბევრ რამეში მიდგომა და დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. თუმცა არის რაღაცებიც, რაც მათ საერთო აქვთ და ეს არის კანიბალიზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

ამ ამბავმა იმდენი ადამიანი შეაშფოთა, რომ სურათებით სკოტლანდ იარდი და FBI-ც კი დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს, მისი წარმომავლობა გაერკვიათ.

ამ ყველაფრის “შემოქმედი” ის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ვითომდა ემბრიონს მიირთმევს. მისი სახელია ზუ იუ (Zhu Yu) და ეს ყველაფერი 2000 წელს დასჭირდა შანხაის ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფოტოები გამოფენისთვის იყო საჭირო, “ბავშვი” კი რეალურად იხვის ტანზე წამოცმული თოჯინას თავია. მითის გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დასაწყისში თავად ზუ იუ ირწმუნებოდა, აბორტის დროს გარდაცვლილი ნაყოფისგან მოვამზადე სუპი და მაგ დროს გადავიღე სურათებიო. რეალობა რომ იყოს, ცხადია საშინელება იქნებოდა, თუმცა მთელ ტაივანზე იგივეს დაბრალებაც ცხადია, არასწორია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამის დაბრალება ახალი არაა – საუკუნეების მანძილზე იგივე მეთოდს იყენებდნენ ებრაელების, ქრისტიანების, ბოშების და ა.შ. საწინააღმდეგოდ.

ცალკე საკითხია, რამდენად არის კონცეპტუალისტ ზუ იუს შემოქმედება ხელოვნება, თუმცა ის კი აშკარაა, რომ გავრცელებულ მითზე გაცილებით ნაკლებად ამორალურია.

წყარო
https://charlius.com/

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button