ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მილიონი მომხმარებლის მქონე ბლოკჩეინ-პლატფორმა Steemit გადადის TRON-ის ეკოსისტემაში

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი Steemit და მისი აპლიკაცია უახლოეს მომავალში TRON-ის ბლოკჩეინზე გადავა. მიგრაცია განხორციელდება Steemit Inc.-სა და Tron Foundation-ის პარტნიორობის ფარგლებში. 

Tron Foundation-ის ბლოგში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის, მისი პროდუქტებისა და სერვისების მიგრაციაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება. 

უკვე ცნობილია, რომ Steem-ის ტოკენი (STEEM) გადავა TRON-ის ბლოკჩეინზე, TRX-ის მომხმარებლებისთვის კი განხორციელდება ახალი ტოკენების ეარდროპი. 

Tron Foundation-ში აცხადებენ იმასაც, რომ კომპანიას არ მოუხდენია Steemit-ში ინვესტირება, საკუთარ ბლოკჩეინზე უარი Steemit-ის ანტრეპრენერებმა ნებაყოფლობით განაცხადეს. აგრეთვე იგეგმება ერთობლივი აქსელერატორის ამოქმედება, რომელიც ორიენტირებული იქნება Steemit-ის პლატფორმის განვითარებაზე. 

„მხარეები მივიდნენ ერთობლივ შეთანხმებამდე Steemit-ის მომავალთან დაკავშირებით. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფული. Steemit-ს სჭირდება ინფრასტრუქტურა და მასშტაბირებადი ქსელის ქომიუნითის მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ TRON-ს შეუძლია“ –  განაცხადეს Steem-ში. 

Steemit დაარსდა 2016 წელს ნედ სკოტისა და დენ ლარიმერის მიერ. ეს უკანასკნელი ამჟამად EOS-ქსელზე მომუშავე Block.one-ის ტექნიკური დირექტორი გახლავთ. 

პლატფორმა ამჟამად მოიცავს მილიონ მომხმარებელს, TRON-ის ბლოკჩეინზე კი მათი რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. 

გარკვეული პერიოდის წინ ცნობილი გახდა, რომ TRON-ის ბლოკჩეინზე მოხდებოდა სტრიმინგ სერვის Dlive-ის მიგრირება, თუმცა იგი BitTorrent-ის ეკოსისტემას შეუერთდება. Dlive-ს ყოველთვიურად 5 მლნ ადამიანი იყენებს, BitTorrent-ს კი – 100 მლნ. 

წყარო
overclockers.ge/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button