ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

განახლებადი ენერგიის გაყიდვა, VeChain მიწოდების ქსელში და სხვა ინიციატივები ბლოკჩეინის სფეროდან

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გადადის კონცეფციის შემოწმების სტადიიდან პრობლემების გადაწყვეტის პრაქტიკული გადაჭრის ეტაპზე. წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო უახლეს ინიციატივებს.

IBM უშვებს ბლოკჩეინ-პლატფორმას განახლებადი ენერგიის გაყიდვისთვის

კორპორაცია IBM-მა ენერგოსისტემების ევროპულ ოპერატორებთან ერთად – TenneT (ნიდერლანდი და გერმანია), Terna (იტალია) და Swissgrid (შვეიცარია) – შექმნა ბლოკჩეინ-კონსორციუმი, რათა მოხდეს მომხმარებლებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მონაცემთა გადაცემის კვლევა და ოპტიმიზაცია.

პლატფორმა Equigy-ს საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის ოპერატორების, ელექტრომობილებისა და სახლის აკუმულატორების მფლობელთა ეფექტურ ურთიერთქმედებას.

განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოქმნის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია პროგნოზირება – რა რაოდენობის მზის ან ქარის ენერგიის მოპოვება იქნება შესაძლებელი უახლოეს დროში. IBM-ის აზრით ამ პრობლემის გადაჭრა მომხმარებლებს შეუძლიათ – თავიანთი სიმძლავრის შეთავაზებით ისინი შეძლებენ ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზებას.

მაგალითად, მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი ელექტრომობილების ან სახლის აკუმულატორების ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვას ელექტროენერგიის მცირე წარმოების პერიოდში. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება დაეხმარება წარმოების დემოკრატიზაციას და უზრუნველყოფს ჩვეულებრივი ადამიანების ელექტროენერგიის ბაზარზე გასვლას. ამჟამად ამ მიმართულებით ლიდერობენ მსხვილი კომპანიები, ელექტროსადგურებისა და საწარმოო დანადგარების ოპერატორები.

პროექტის ტესტირება მოხდება მიმდინარე წლის მანძილზე ნიდერლანდების, გერმანიის, შვეიცარიისა და იტალიის ტერიტორიაზე და წარმატების შემთხვევაში გავრცელდება მთელ ევროპაში.

მიწოდების ჯაჭვის თვალყურის სადევნებლად აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში გამოყენებული იქნება VeChain ბლოკჩეინი

პლატფორმა VeChain შეუერთდა APAC Provenance Council კონსორციუმს, რომელიც ახდენს მიწოდების ქსელის სამეთვალყურეო საპილოტე პროექტების რეალიზებას აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში. კერძოდ, კონსორციუმი წარადგენს კომპლექსურ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს კვების პროდუქტების, ღვინისა და სხვა საქონლის მიწოდებისა და აუთენტიფიკაციისთვის.

კონსორციუმის ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება ავსტრალიიდან ჩინეთში საქონლის ექსპორტზე, რომლის მოცულობა 76 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. სავაჭრო ფინანსირების ამოცანები დაეკისრება Mastercard-სა და Alipay Australia-ს. მიწოდების ჯაჭვზე თვალყურის დევნება განხორციელდება საჯარო VeChain ბლოკჩეინის ან ბლოკჩეინით მართვადი Mastercard Provenance-ის მეშვეობით.

ბლოკჩეინის გამოყენების წყალობით გარიგების ღირებულების 30% ავტომატურად ჩაირიცხება კომპანიების ანგარიშზე როდესაც სასაზღვრო ჩანაწერი რეესტრში მოხვდება ავსტრალიის რეესტრში, კიდევ 30% – როდესაც საქონელი ჩინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გაივლის, თანხის დანარჩენი ნაწილი კი დაირიცხება საქონლის ჩაბარებისას.

როგორც ცნობილია, ციფრული საფულეებით ანგარიშსწორება მომენტალურად ხდება იმ დროს, როდესაც ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში ამას დაახლოებით 1 თვე სჭირდება.

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის რესურსების სამმართველო შეუერთდა კომერციულ რეესტრს ბლოკჩეინის ბაზაზე

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის რესურსების სამმართველო (DEWA) შეუერთდა პირველ გაერთიანებულ საქალაქო რეესტრს, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე მუშაობს. ინტეგრაცია DEWA-ს უზრუნველყოფს კომერციული ლიცენზიების ბაზაზე მომენტალურ წვდომას და საშუალებას მისცემს დანერგოს ციფრული დოკუმენტბრუნვა.

მოსალოდნელია, რომ რეესტრის გამოყენებით ამაღლდება DEWA-ს ეფექტურობა და იმ შიდა ოპერაციების ავტომატიზაციის დონე, რომლებიც დაკავშირებულია ანგარიშებსა და კონტრაქტებთან, ასევე გაუმჯობესდება მომხმარებლების მომსახურების ხარისხი.

„თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა 2021 წლის ბოლოს მართვის პროცესის ტრანსფორმაციისა და ელექტრონული დოკუმენტების ფორმატზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს“ – განაცხადა DEWA-ს გენერალურმა დირექტორმა.

ინიციატივის ფარგლებში DEWA-მ უკვე შეიმუშავა ციფრული ტრანზაქციებით მუშაობის საკუთარი სტრატეგია და დანერგა ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მთელ რიგ პროექტებსა და სერვისებში. ამგვარ ინიციატივებს შორისაა Green Charger ელექტრომობილების რეგისტრაციის პროცესი, ასევე საარენდო სმარტ-კონტრაქტები, რომლებიც შემუშავდა კომპანია Wasl Asset Management Group-სა და დუბაის დეპარტამენტთან ერთად.

კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC) ელოდება ევროკავშირის საწარმოების მხრიდან ბლოკჩეინ-პროექტებში ინვესტიციების დროებით შემცირებას.

ადრე IDC-მა ივარაუდა, რომ ევროპული კომპანიების ხარჯები ბლოკჩეინში 2020 წლისთვის 1.4 მლრდ აშშ დოლარი იქნებოდა, ინვესტიციების ჯამური წლიური ზრდის ტემპი კი 58%-მდე ავიდოდა 2023 წლისთვის.

„მსყიდველობითი მოთხოვნის შემცირების, მიწოდების ჯაჭვის დარღვევისა და დისტანციური მუშაობის გავრცელების გამო ბევრმა კომპანიამ გადადო ინოვაციური პროექტები სიტუაციის დასტაბილურებამდე“ – განაცხადა IDC-ის ბლოკჩეინ-განყოფილების ხელმძღვანელმა.

ამჟამად IDC ელის, რომ 2020 წელს გასავალი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სფეროში დაახლოებით 8%-ით შემცირდება. ამასთან, გარკვეულ სფეროებში პანდემიის გავლენით შესაძლოა მოხდეს ზრდისა და ტექნოლოგიის უფრო ფართოდ დანერგვის სტიმულირება. მაგალითად, ბლოკჩეინი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ღირებულების დაწესების ჯაჭვზე.

ბლოკჩეინის დანერგვა დადებითად წაადგება ისეთ რთულ პროგრამებსაც, როგორებიცაა სამედიცინო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, ასევე ონლაინ-ხმის მიცემის სისტემები, რადგანაც ტექნოლოგიას გააჩნია მონაცემებისა და მათი კონფიდენციალურობის დაცვის საიმედო ფუნქციები და მდგრადია გატეხვისადმი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button