აპლიკაცია

Facebook-მა დაადასტურა Messenger-ისთვის განკუთვნილი ბიომეტრიული ბლოკირების ფუნქციის დამატება

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook მუშაობს Messenger-ისთვის განკუთვნილ ახალ ფუნქციაზე. საუბარი ეხება Face ID-ისა ( Android-ზე არსებულ ანალოგებს) და აპლიკაციის განბლოკვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემა მომხმარებელს ამოიცნობს. 

სპეციალისტმა და ინსაიდერმა Jane Wong-მა განაცხადა, რომ ეს ფუნქცია შესაძლოა ”default”-ად  იყოს ჩართული ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ამასთან, მისი თქმით, სისტემა ყოველ ჯერზე არ გაგზავნის ფოტოს კომპანიის სერვერებზე –  ამოცნობა განხორციელდება ლოკალურად.  

Facebook-ის ტექნიკურმა მენეჯერმა Alexandru Voica-მა დააზუსტა, რომ Facebook არ გამოიყენებს ინტეგრირებულ ბიომეტრიას უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ამის ნაცვლად ტექნოლოგია გამოიყენებს ამოცნობის მექანიზმებს თავად Android-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიომეტრიული სისტემის გამოყენების ფაქტი შეგვიძლია დადასტურებულად ჩავთვალოთ. 

ასეთი ტექნოლოგია გარეშე პირებს ხელ შეუშლის, რომ თვალყური ადევნონ მომხმარებლის შეტყობინებებს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა შესაძლოა პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს ისეთ შემთხვევაში, თუკი Messenger-ს მცირეწლოვანი დაბლოკავს. 

ამ დროისთვის ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, ამიტომ უცნობია როდის ვიხილავთ რელიზს და როდის გამოჩნდება მობილურ პლატფორმებზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ ახალი ფუნქციის მეშვეობით Messenger ავტომატურად დაიბლოკება აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ მომენტალურად, 15 წუთის ან ერთი საათის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გაჩნდეს უფრო მეტი ვარიანტი და „ტაიმ-აუტის“ მოქნილი რეგულირების შესაძლებლობა. 

image.png

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button