ავტომობილი

General Motors 20 მაისს ელექტრო Hummer-ს წარადგენს. ცნობილია გარკვეული მახასიათებლები

გავრცელებული ცნობები, რომ ავტოკონცერნი General Motors (GM) წარადგენდა ბრენდ Hummer-ის ელექტრიზებულ პიკაპს, რეალობა აღმოჩნდა. კომპანიამ გამოუშვა სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც განკუთვნილი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშზე საჩვენებლად. ხსენებული ვიდეოთი ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილია  ელექტრო ძრავის მქონე პიკაპ Hummer-ის პრეზენტაცია. 

ვიდეოს დევიზია „Quiet Revolution is coming“ („ჩუმი რევოლუცია იწყება“) და მასში ნაჩვენებია ახალი მოდელის გარკვეული მახასიათებლები. ელექტრო Hummer 0-დან 60 მილი/სთ სიჩქარეს (97 კმ/სთ) განავითარებს 3 წამში, ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას შეადგენს. 

ვიდეორგოლის თანახმად ელექტრო პიკაპ GMC Hummer-ის წარდგენა მოხდება 2020 წლის 20 მაისს დეტროიტში მდებარე General Motors-ის ქარხანაში, სადაც მიმდინარეობს კიდეც მანქანის აწყობა. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი ელექტრომობილის შეძენა შესაძლებელი გახდება 2021 წლის შემოდგომიდან. 

ამრიგად, მოცემული მომენტისთვის უცნობია ელექტრომობილის გავლის მარაგი და მისი სხვა მახასიათებლები. თუმცა GMC-ის კომუნიკაციების მენეჯერმა Stuart Fowle-მა რესურს Electrek-ს განუცხადა: „გავლის მარაგი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი იქნება სხვა დაანონსებულ ელექტრო პიკაპებთან შედარებით“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button