ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ანტონ ჩეხოვი – კაშტანკა

თავი პირველი

ცუდი ყოფაქცევა

პატარა, წითური ძაღლი _ ტაქსასა და ნაგაზის ჯიშნარევი, _ ქუჩაში წინ და უკან დარბოდა და თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. ცხვირ-პირი მელას მიუგავდა. დროდადრო შედგებოდა, აწკმუტუნდებოდა, ხან ერთ გათოშილ თათს ასწევდა, ხან _ მეორეს. ვერაფრით მიმხვდარიყო, გზა რამ აუბნია.
ცხადად ახსოვდა, როგორ გაატარა დღე და ბოლოს, როგორ აღმოჩნდა ამ უცნობ ქუჩაში.
დილაადრიან მისმა პატრონმა, დურგალმა ლუკა ალექსანდრიჩმა ქუდი დაიხურა, წითელ ხელსახოცში გამოხვეული ხის რაღაც საგანი ამოიიღლია-ვა და დაიძახა:
_ კაშტანკა, წავედით!
თავისი სახელის გაგონებაზე ძაღლი დაზგის ქვემოდან გამოძვრა, იქ ბურბუშელაზე ეძინა, ერთი გემრიელად გაიზმორა და პატრონს გაედევნა. ლუკა ალექსანდრიჩის მუშტრები ძალზე შორს ცხოვრობდნენ. ასე რომ, სა-ნამ თითოეულ მთგანს მოინახულებდა, დურგალს ღონეზე მოსასვლელად სამიკტნოში რამდენჯერმე უნდა შეევლო. კაშტანკას ახსოვდა, რომ გზაში მეტისმეტად ცუდად იქცეოდა, აქაოდა, სასეირნოდ წამომიყვანესო, გახარე-ბული ხტოდა, კონკის ვაგონებს უყეფდა, ეზოებში შერბოდა და ძაღლებს დასდევდა. როგორც კი თვალს მიეფარებოდა, დურგალი ჩერდებოდა და გაბრაზებული შეუყვირებდა ხოლმე. ერთხელაც გაცეცხლებულმა პატრონმა ძაღლს მელასავით აცქვეტილ ყურში ხელი სტაცა და კბილებში გამოსცრა:
_ შენი ჯი…ში კი გა…წყდა, შე ეშმაკის კერძო!
რაკი მუშტრები დაიარა, ლუკა ალექსანდრიჩმა წამით დასთან შეირბი-ნა, სადაც დალია და წაიხემსა, შემდეგ ნაცნობ ამკინძავს ესტუმრა. მერე ისევ სამიკიტნოში ამოჰყო თავი, სამიკიტნოდან ნათლიმამას მიადგა და ა. შ.
ერთი სიტყვით, როცა კაშტანკა უცნობ ქუჩაში აღმოჩნდა, უკვე საღამოვ-დებოდა და გვარიანად გამობრუჟული დურგალი ხელებს იქნევდა, მძიმედ ხვნეშოდა და დუდღუნებდა:
_ ეჰ, ცოდვის შვილები ვართ! ცოდვის შვილები! აგერ ქუჩაში მივაბი-ჯებთ და ფარნებს შევცქერით, მოვკვდებით და _ ჯოჯოხეთის ალში დავიხ-რუკებით…
ხან მოლბებოდა, კაშტანკას მიიხმობდა და ტკბილად ეტყოდა:
_ შენ, კაშტანკა, მწერი ხარ და მეტი არაფერი: ადამიანისაგან ისევე გან-სხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან.
ამ საუბარში რომ იყვნენ, ანაზდად მუსიკამ დაიქუხა. კაშტანკამ მიიხე-და და დაინახა, ქუჩაში, პირდაპირ მისკენ ჯარისკაცთა პოლკი მოაბიჯებდა. მუსიკა მუდამ ნერვებს უშლიდა, ახლაც ერთ ადგილზე აწრიალდა და აყ-
მუვლდა. ძალიან კი გაუკვირდა, როცა დურგალი იმის მაგივრად, რომ დამ-ფრთხალიყო და შეეყეფა, გაიბადრა, წელში გასწორდა და ჯარისკაცებს მხედრულად მიესალმა. კაშტანკა რაკიღა დარწმუნდა, პატრონი უკმაყოფი-ლებას არ გამოთქვამდა, უფრო ხმამაღლა აყმუვლდა, თავგზააბნეულმა ქუჩა გადაირბინა და მოპირდაპირე ტროტუარზე აღმოჩნდა.
როცა გამოერკვა, მუსიკა აღარსად ისმოდა და აღარც ჯარისკაცები ჩან-დნენ, ისევ გადაირბინა ქუჩა, იმ ადგილს მიაშურა, სადაც პატრონს დას-ცილდა… დურგალი იქ აღარ დახვდა. ახლა წინ გავარდა, მერე ისევ უკან გა-მოიქცა. ერთხლ კიდევ გადაირბინა ქუჩა, მაგრამ დურგალი თითქოს მიწას ჩაეყლაპა… კაშტანკამ ფილაქანი დაყნოსა, იქნებ გეში ავიღოო, მაგრამ უფრო ადრე ვიღაც სალახანას რეზინის ახალი კალოშებით გაევლო და ყველა სურ-ნელი კაუჩუკის მყრალსა და მძაფრ სუნში არეულიყო. ასე რომ, ვერაფერი გამოარჩია.
კაშტანკა წინ და უკან დარბოდა, პატრონს კი ვერა და ვერ პოულობდა. ამასობაში კიდეც დაბინდდა. ქუჩის ორსავე მხარეს ფარნები აინთო. ფან-ჯრებში შუქი აკიაფდა. დიდრონი, ფაფუკი ფანტელები ცვიოდა და ქვაფე-ნილს, ცხენების ზურგებსა და მეეტლეთა ქუდებს თეთრად რთავდა. რაც უფრო ბინდდებოდა, მით უფრო გამორჩევით ქათქათებდა საგნები, ქუჩაში არ ილეოდნენ უცნობი მუშტრები, კაშტანკას თვალში ეჩხირებოდნენ, ზოგი ფეხსაც წაჰკრავდა ხოლმე (კაშტანკა კაცობრიობას ორ ძალზე არათანაბარ ჯგუფად, პატრონებად და მუშტრებად ყოფდა. ამათ შორის არსებითი გან-სხვავება ის იყო, რომ პირველთ მისი ცემის უფლება ჰქონდათ, მეორენი კი თავად უნდა მორიდებოდნენ). მუშტრები სადღაც მიიჩქაროდნენ და კაშ-ტანკას არაფრად აგდებდნენ.
როცა სულ მთლად ჩამობნელდა, კაშტანკა სასოწარკვეთამ და შიშმა აი-ტანა. რომელიღაც სადარბაზოს შეეყუჟა და მწარედ ატირდა. ლუკა ალექსან-დრიჩთან მგზავრობამ დაღალა, ყურები და თათები გაეთოშა. შიმშილმაც გვარიანად შეაწუხა. იმ დღეს მხოლოდ ორჯერ მოუწია ჭამა: ამკინძავთან ცოტოდენი ბუბკო მიირთვა და ერთ-ერთი სამიკიტნოს დახლთან ძეხვის კანს წააწყდა. ეს იყო და ეს. ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ გაიფიქრებ-და:
«არა, ასე ცხოვრება შეუძლებელია, თავი უნდა მოვიკლა!»

თავი მეორე

იდუმალი უცნობი

მაგრამ კაშტანკა არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ საწყალობლად ტირო-და. როცა რბილმა, ფაფუკმა თოვლმა თავი და ზურგი დაუფიფქა, ქანცგაწ-ყვეტილს ძილმა თავი წაართვა. უცებ სადარბაზოს კარმა გაიჩხაკუნა, გაიწ-რიპინა და ფერდში გაჰკრა. კაშტანკა ზეზე წამოვარდა. კარიდან ვიღაც ისეთმა გამოალაჯა, მუშტრების ჯგუფს რომ ეკუთვნოდა, კაშტანკამ დაიწ-კმუტუნა და უცნობს ფეხებში გაებლანდა. ამიტომ შეუძლებელი იყო, მას არ შეენიშნა ძაღლი. უცნობი დაიხარა და ჰკითხა:
_ ცუგრი, აქ საიდან გაჩნდი? გეტკინა? ოი, საბრალო, საბრალო… კარგი, ნუ მიწყრები… დამნაშავე ვარ.
კაშტანკამ უცნობს ფიფქდაფენილი წამწამებიდან ამოხედა და დაინახა, რომ მის წინ იდგა ტანდაბალი და მსუქანი, გაპარსული, ფუნჩულა პირისა-ხის პატრონი კაცი, რომელსაც ცილინდრი ეხურა და მკერდზე ქურქი გაღე-ღოდა.
_ რა გაწკმუტუნებს? _ განაგრძო უცნობმა, თან ზურგიდან თოვლი ჩამო-უფერთხა. _ შენი პატრონი სადღაა? ალბათ დაეკარგე, არა? ეჰ, საბრალო ცუ-გო! ახლა რა ვქნათ?
რაკიღა უცნობის საუბარში კეთილგანწყობა იგრძნო, კაშტანკამ ხელი აულოკა და უფრო საწყალობლად აწკმუტუნდა.
_ თურმე კარგი, სასაცილო ძაღლი ყოფილხარ! უთხრა უცნობმა. _ ზედ-გამოჭრილი მელა ხარ! რა ვქნა. რა გიყო, მეტი რა გზა მაქვს. წამოდი ჩემთან! იქნება რამეში გამოგადგე… აბა, წამო!
თანაც დაუწრუპუნა და ხელიც ისე დაუქნია, რაც უთუოდ ერთს ნიშნავ-და: წამოდიო. კაშტანკა გაჰყვა.
ნახევარი საათის შემდეგ იგი უკვე დიდი, ნათელი ოთახის იატაკზე იჯ-და, თავი გვერდზე გადაეხარა და გრძნობამორეული, ცნობისწადილით აღ-სავსე მზერას არ აცილებდა უცნობს, მაგიდას რომ უჯდა და სადილობდა. კაცი ჭამდა და ძაღლსაც უნაწილებდა… ჯერ უცნობმა პურის და ყველის მწვანე ქერქი დაუგდო, მერე ხორცის ნაჭერი, ნახევარი ღვეზელი და ქათმის ძვლებიც დაუმატა. დამშეულმა კაშტანკამ ყველაფერი ისე უცებ შესანსლა, რომ საჭმელს გემო ვერც გაუგო. გააფთრებით ყლაპავდა მთელ-მთელ ლუკ-მებს. რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო აწუხებდა შიმშილი.
_ ეტყობა, შენი პატრონი რიგიანად ვერ გაჭმევს, _ ამბობდა უცნობი, _ სული ძლივს გიდგას, ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ…
კაშტანკამ ბევრი ჭამა, მაგრამ ვერ გაძღა, საჭმელმა მხოლოდ თავბრუ დაახვია. სადილის შემდეგ შუა ოთახში გაწვა, ტანი საამოდ მოეთენთა და კუდი ააქიცინა.
სანამ სავარძელში გაშხლართული ახალი პატრონი სიგარას ეწეოდა, კაშტანკა კუდს აქიცინებდა და ერთი კითხვა აწვალებდა: ვისთან ჯობდა _ უცნობთან თუ დურგალთან? უცნობის ოთახი ღარიბულად და ულაზათოდ გამოიყურებოდა; სავარძლების, ტახტის, ლამპისა და ნოხების გარდა სხვა არაფერი მოეპოვებოდა, ოთახიც ცარიელი ჩანდა. დურგლის ოთახში კი ტე-ვა არ იყო: მაგიდაც ჰქონდა, დაზგაც, ბურბუშელაც, შალაშინებიც, ხვეწებიც, ხერხებიც, თანაც გალიაში ჭივჭავი ჰყავდა. ჰო, გობიც ჰქონდა… უცნობის ბინაში არაფრის სუნი არ ტრიალებდა, დურგალთან კი ყოველთვის ბუღია და წებოს, ლაქისა და ბურბუშელას საუცხოო სურნელი დგას. სამაგიეროდ უცნობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს _ საჭმელს არ იშუ-რებს, თანაც კაცმა სიმართლე უნდა თქვას, როცა კაშტანკა მაგიდის წინ იჯ-და და გულაჩვილებული ახალ პატრონს თვალებში შესციცინებდა, მისთვის არც წიხლი უთავაზებია და არც დაუცაცხანებია: დაიკარგე აქედანაო.
სიგარა რომ მოსწია, ახალი პატრონი ოთახიდან გავიდა და იმწამსვე შე-მობრუნდა, ხელში პატარა ლეიბი ეჭირა:
_ ჰეი, ცუგო, აქ მო! _ დაუძახა და ლეიბი კუთხეში, ტახტთან მისდო, _ აქ დაწე, დაიძინე!
შემდეგ ლამპა ჩააქრო და გავიდა. კაშტანკა ლეიბზე გაწვა და თვალები დახუჭა; ქუჩიდან ყეფა მოისმა და მასაც მოუნდა გაპასუხება. მაგრამ, ანაზ-დად სევდა შემოაწვა. ლუკა ალექსანდრიჩი და მისი შვილი ფედიუშკა გაახ-სენდა, გაახსენდა დაზგის ქვეშ მისთვის მიჩენილი მყუდრო ადგილი… ზამ-თრის გრძელი საღამოები, როცა დურგალი ფიცრებს აშალაშინებდა, ან გა-ზეთს კითხულობდა ხმამაღლა. ფედიუშკა, ჩვეულებისამებრ, მასთან თამა-შობდა…. უკანა თათებში ხელს ჩაავლებდა, დაზგის ქვემოდან გამოათრევდა და ისეთ ოინებს უწყობდა ხოლმე, რომ კაშტანკას თვალთ უბნელდებოდა და ყველა სახსარი სტეხდა. ბიჭი აიძულებდა, უკანა თათებზე ევლო, ხან კი გეგონება ზარიაო, მაგრად მოქაჩავდა კუდზე, გამწარებულს აწკმუტუნებდა და აყეფებდა. ხანაც ბურნუთს დააყნოსვინებდა… განსაკუთრებით ერთი ოინი იყო მტანჯველი: ფედიუშკა კანაფზე ხორცის ნაჭრებს გამოაბამდა და კაშტანკას დაუგდებდა, მერე კი, როცა ძაღლი გადაყლაპავდა, ბიჭი სიცილ-ხარხარით უკანვე ამოაცლიდა ხორცის ნაჭერს. რაც უფრო ცხადი იყო მოგო-ნება, მით უფრო ხმამაღლა და ნაღვლიანად წკმუტუნებდა კაშტანკა.
მაგრამ მალე დაღლილობამ და სითბომ დაჯაბნა მოძალებული სევდა… კაშტანკას ჩაეძინა. ძაღლები ეზმანა; სხვათა შორის, დღეს ქუჩაში ნანახი ბან-ჯგვლიანი, თვალზე ლიბრგადაკრული ბებერი პუდელიც, რომელსაც ცხვირთან ბღუჯა-ბღუჯა ეკიდა ბალანი. ფედიუშკა სატეხით გამოუდგა პუ-დელს, მერე უცებ მასაც გამოესხა ბალანი, მხიარულად აყეფდა და კაშტანკას მხარში ამოუდგა. კაშტანკამ და ფედიამ დანდობილად დაუყნოსეს ცხვირე-ბი ერთმანეთს და ქუჩაში გაიქცნენ…

თავი მესამე

ახალი, მეტად სასიამოვნო ნაცნობობა

როცა კაშტანკას გაეღვიძა, უკვე გათენებულიყო და ქუჩიდან ხმაური შე-მოდიოდა. ასე მხოლოდ დღისით ხმაურობს ქუჩა, ოთახში არავინ იყო. კაშ-ტანკა გაიზმორა, დაამთქნარა, გაბრაზებულმა და აღრენილმა ოთახში გაი-არ-გამოიარა. ავეჯი და კუთხე-კუნჭულები დაყნოსა. წინკარში შეიხედა და საინტერესოს ვერას წააწყდა. იმ კარის გარდა, წინკარში რომ გადიოდა, კი-დევ ერთი კარი იყო. კაშტანკამ ორივე თათით მოფხოჭნა ის კარი, გააღო და მეორე ოთახში გავიდა: საწოლზე ფლანელის საბანში გახვეულ მუშტარს ეძინა, კაშტანკამ გუშინდელი უცნობი შეიცნო.
_ ღრრრ… _ დაიღრინა, მაგრამ მაშინვე გუშინდელი სადილი გაახსენდა და კუდი ააქიცინა.
კაშტანკამ უცნობის ტანსაცმელი და ჩექმები დაყნოსა და დაასკვნა, რომ სამოსელს ცხენის სუნი ასდიოდა. საძინებელი ოთახიდან კიდევ ერთი კარი გადიოდა სადღაც. ისიც მოხურული იყო. კაშტანკამ ეს კარიც მოფხოჭნა, მკერდით მიაწვა, გააღო და მაშინვე უჩვეულო, ძალზე საეჭვო სუნი ეცა. იგ-რძნო, არასასიამოვნო შეხვედრა რომ მოელოდა. ღრენითა და თვალის ცეცე-
ბით იმ ოთახში შევიდა, ჭუჭყიანი კედლები რომ ჰქონდა, მაგრამ დაფეთე-ბულმა უკანვე დაიხია. რაღაც მოულოდნელი და საზარელი დაინახა, მისკენ მოემართებოდა ნაცარა ბატი, თავი დაბლა დაეხარა და ფრთებგაფარჩხული სისინებდა. კაშტანკასგან მოშორებით, პატარა ლეიბზე თეთრი კატა იწვა. დაინახა თუ არა კაშტანკა, წამოხტა, აიფხორა, კუდი აპრიხა, ბალანი აებურ-ძგნა და დაიქშუტუნა. ხუმრობა იქით იყოს და ძაღლი მართლა შეკრთა, მაგ-რამ შიშის გამხელა არ ისურვა, ხმამაღლა აყეფდა და კატას ეცა… კატა უფრო აიფხორა. დაიქშუტუნა და კაშტანკას თავში თათი დაჰკრა. კაშტანკა გვერ-დზე გახტა, დაცუცქდა, დრუნჩი კატისკენ გააღირა და ყეფა ატეხა: ამ დროს ბატი უკანიდან მიეპარა და ზურგში ჩაუნისკარტა. კაშტანკა წამოვარდა და ახლა ბატს ეცა…
_ რა ამბავია? _ მოისმა გაბრაზებული ხმა და ოთახში ხალათწამოსხმუ-ლი უცნობი შემოვიდა, კბილებში სიგარა ჰქონდა გაჩრილი, _ რა დღეში ხართ? აბა, თქვენ-თქვენ ადგილებზე გასწით.
პატრონი კატასთან მივიდა, ზურგში წაჰკრა და უთხრა:
_ ფიოდორ ტიმოფეიჩ, როგორ იქცევი? ეს რა ომი გაგიმართავთ! აი, შე ბებეო მუდრეგო! დაწე!
მერე ბატს დაუყვირა:
_ ივან ივანიჩ, შენი ადგილი მონახე!
კატა მორჩილად გაწვა თავის ლეიბზე და თვალები დახუჭა. ულვაშებზე ეტყობოდა, თვითონაც უკმაყოფილო იყო, ასე უცებ რომ აპილპილდა და ჩხუბში ჩაება. განაწყენებული კაშტანკა აწკმუტუნდა, ბატმა კისერი წაიგ-რძელა და გამალებით მოჰყვა ლაპარაკს ცხარედ, მკაფიოდ ლაპარაკობდა, თუმცა მაინც ძალზე გაუგებარი იყო მისი ნაუბარი.
_ კარგი, კარგი! _ უთხრა პატრონმა და დაამთქნარა. _ სიამტკბილობით უნდა იცხოვროთ, _ კაშტანკას მიეფერა და განაგრძო, _ შენ კი, წითურო, ნუ გეშინია… აქ არავინ გერჩის. მოიცა, მოიცა, შენ რა დაგარქვათ? უსახელოდ ხომ არ იქნები, ძმობილო.
უცნობი ჩაფიქრდა და დაუმატა:
_ აი, რა… შენ ძალუას დაგარქმევთ… გეყურება? ძალუას!
ახალმა პატრონმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა «ძალუა» და ოთახიდან გავიდა.
კაშტანკამ იქ მყოფნი გულდასმით შეათვალიერა. კატა ლეიბზე უძრა-ვად იჯდა და თავი ისე ეჭირა, ვითომ ეძინა. ბატს კისერი წაეგრძელებინა, ერთ ადგილზე იტკეპნებოდა და ისევ სწრაფად და მგზნებარედ ლაპარაკობ-და. ალბათ, მეტად ჭკვიანი ბატი იყო; ყოველი გრძელი ტირადის შემდეგ გა-ოცებული უკან იხევდა და აშკარად ეტყობოდა, თავისსავე ნათქვამს აღტა-ცებაში მოჰყავდა… კაშტანკამ მოუსმინა და პასუხად მიუგო: «ღრრრ…» მერე კუთხე-კუნჭულები დაყნოსა. ერთ-ერთ კუთხეში პატარა ვარცლს მიაგნო, სადაც დამბალი მუხუდო და ჭვავის პურის ქერქები აღმოჩნდა. კაშტანკამ მუხუდოს გემო გაუსინჯა, არ ეგემრიელა, ახლა პურის ქერქს დასწვდა, მოე-წონა და ჭამა განაგრძო. ბატს სრულებითაც არ სწყენია, რომ უცნობი ძაღლი მის ულუფას შეექცეოდა, პირიქით, უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა, და ნდობა
რომ გამოეხატა, თვითონაც პატარა ვარცლთან მივიდა და მუხუდოს რამდე-ნიმე მარცვალი ამოკენკა.

თავი მეოთხე

იოლი ოინები

მცირე ხნის შემდეგ უცნობი შემობრუნდა, თან რაღაც უცნაური საგანი შემოიტანა. თავისი მოყვანილობით ალაყაფის კარსა და რუსულ ასო -ს წაა-გავდა. ამ ხის, უშნოდ გამოჩორკნილი საგნის კადონზე ზარი და პისტოლე-ტი ეკიდა. ზარის ენაზე და პისტოლეტის სასხლეტზე თოკი იყო გამობმუ-ლი. უცნობმა ოთახის შუაგულში დადგა, ერთხანს რაღაცას კრავდა, ხსნი-და, შემდეგ ბატს გადახედა და უთხრა:
_ ივან ივანიჩ, მობრძანდი!
ბატი მივიდა და ბრძანების მოლოდინში შორიახლოს გაჩერდა.
_ აბა, _ თქვა უცნობმა, _ სულ თავიდან დავიწყოთ. უპირველეს ყოვლი-სა, საზოგადოებას მიესალმე! მარდად!
ივან ივანიჩმა კისერი წაიგრძელა, თავი აქეთ-იქით დაიქნია და ფეხიც გააფრატუნა.
_ კარგია, ყოჩაღ… ახლა ვითომ მოკვდი!
ბატი გაგორდა და ფეხები მაღლა აფშიკა. კიდევ რამდენიმე მსგავსი იო-ლი ოინის შესრულების მერე უცნობმა ანაზდად თავზე ხელები იტაცა, სახე-ზე ძრწოლა გამოეხატა და იყვირა:
_ გვიშველეთ! ხანძარია! ვიწვით!
ივან ივანიჩმა -სთან მიირბინა, ნისკარტი თოკს ჩაავლო და ზარი ჩამო-რეკა.
უცნობი ძალზე კმაყოფილი დარჩა, ბატს კისერზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
_ ყოჩაღ, ივან ივანიჩ! ახლა წარმოიდგინე, რომ იუველირი ხარ, ოქროთი და ბრილიანტით ვაჭრობ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ მაღაზიაში შეხვედი და იქ ქურდებს წაასწარი. ასეთ დროს როგორ მოიქცეოდი?
ბატმა ახლა მეორე თოკს ჩაჰკიდა ნისკარტი, მოსწია და მაშინვე გამაყ-რუებელი სროლის ხმა გაისმა. კაშტანკას ძალზე მოეწონა ზარის წკარუნი, ხოლო გასროლამ ისეთ აღტაცებაში მოიყვანა, რომ -ს გარშემო სირბილსა და ყეფას მოჰყვა.
_ ძალუა, ახლავე შენს ადგილზე მიდი! _ დაუყვირა უცნობმა. _ ჩუმად იყავი!
ივან ივანიჩის საქმიანობა გასროლით არ დამთავრებულა. შემდეგ უც-ნობი მთელი საათი თავის გარშემო დაარბენინებდა. თან შოლტს ატყლაშუ-ნებდა. ბატი თარჯზე უნდა გადამხტარიყო, რგოლშიც უნდა გამძვრალიყო, ყალყზეაც დამდგარიყო, ე. ი. გაფოფრილ ბოლოზე დაცუცქდებოდა და ფე-ხებს აქნევდა. კაშტანკა ივან ივანიჩს თვალს ვერ აცილებდა, აღტაცებული წკავწკავებდა, რამდენჯერ უკან გამოუდგა კიდეც ყეფით, როცა უცნობმა
ბატს სიქა გააცალა და თვითონაც არაქათი გამოელია, გახვითქული შუბლი მოიწმინდა და დაიძახა:
_ მარია, ერთი ხავრონია ივანოვნას სთხოვე!
მცირე ხნის შემდეგ ღრუტუნი მოისმა… კაშტანკამ დაიღრინა. შეეცადა თავი მამაცურად დაეჭირა და ყოველი შემთხვევისათვის უცნობთან ახლოს მიიწია. კარი გაიღო, ოთახში ვიღაც დედაბერმა შემოიხედა, რაღაც ჩაილაპა-რაკა და შავი, ძალიან უშნო ღორი შემოუშვა. ღორმა კაშტანკას ღრენას ყუ-რადღება არ მიაქცია. დინგი ააღირა და მხიარულად აღრუტუნდა. ეტყობო-და, ძალზე სიამოვნებდა თავისი პატრონის, კატისა და ივან ივანიჩის თავ-შეყრილობა. იგი ჯერ კატასთან მივიდა და დინგი მეგობრულად ამოსცხო მუცელში, მერე ბატს გადაულაპარაკა რაღაც. მისი საქციელი, ხმა, მეტადრე კი პატარა კუდის ქიცინი უზომო კეთილგანწყობას გამოხატავდა, კაშტანკა მაშინვე მიხვდა, რომ აქ ღრენა და ყეფა სულ არ იყო საჭირო.
პატრონმა გაიტანა და დაიძახა:
_ ფიოდორ ტიმოფეიჩ, გთხოვ!
კატა წამოდგა, ზანტად გაიზმორა და უხალისოდ, თითქოს ვიღაცას რა-მეს ამადლისო, ღორთან მივიდა.
_ აბა, ეგვიპტური პირამიდით დავიწყოთ! _ გამოაცხადა პატრონმა. იგი კარგა ხანს სამივეს რაღაცას დაწვრილებით უხსნიდა. შემდეგ კი ბრძანა: _ «ერთი… ორი… სამი!» სიტყვა «სამზე» ივან ივანიჩმა ფრთები აიქნია და ღორს ზურგზე შეახტა… როცა წონასწორობა დაიცვა და გამაგრდა, ფიოდორ ტი-მოფეიჩიც უხალისოდ შეასკუპდა ღორს, თან ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს-და ყოველივე სძაგდა და თავის ოსტატობას კაპიკადაც არ აგდებსო. შემდეგ უხალისოდ, ზოზინით ბატს ზე მოექცა და უკანა თათებზე დადგა. წარმო-ადგინეს ის, რასაც უცნობი ეგვიპტურ პირამიდას უწოდებდა. კაშტანკამ აღ-ტაცებისაგან შეჰყეფა. მაგრამ ამ დროს ბებერმა კატამ დაამთქნარა, წონასწო-რობა დაკარგა და ჩამოვარდა. ივან ივანიჩიც შექანდა. ისიც ჩამოვარდა. უც-ნობმა შეჰყვირა, ხელების ქნევასა და კვლავ რაღაცის ახსნა-განმარტებას მოჰყვა.
დაუცხრომელმა პატრონმა პირამიდა მთელი საათი აჯახირა, მერე ივან ივანიჩს უჩიჩინა, როგორ უნდა ამხედრებულიყო კატაზე, ბოლოს კი კატას პაპიროსის მოწევა შეასწავლა.
მეცადინეობა იმით დასრულდა, რომ უცნობმა შუბლიდან ოფლი მოიწ-მინდა და ოთახიდან გავიდა. ფიოდორ ტიმოფეიჩმა დაიფრუტუნა, ლეიბზე გაწვა და თვალები დახუჭა. ივან ივანიჩმა პატარა ვარცლს მიაშურა. ღორი კი დედაბერმა გაიყვანა.
უამრავი ახალი შთაბეჭდილების წყალობით კაშტანკასათვის დღე შეუმ-ჩნევლად მიილია, საღამო ჟამს კი თავის ლეიბიანად იმ ოთახში დააბინავეს, ჭუჭყიანი კედლები რომ ჰქონდა, და ღამე ფიოდორ ტიმოფეიჩსა და ბატთან ერთად გაათია.

თავი მეხუთე

ტალანტია! ტალანტი!

გავიდა ერთი თვე.
კაშტანკა უკვე მიეჩვია იმას, რომ ყოველ საღამოს გემრიელი სადილით უმასპინძლდებოდნენ და ძალუას ეძახდნენ, მიეჩვია უცნობსაც და თავის ახალ სახლეულსაც. ცხოვრება აეწყო.
ყოველი დღე ერთნაირად იწყებოდა. ჩვეულებრივ, ყველაზე ადრე ივან ივანიჩი გაიღვიძებდა და მაშინვე ძალუასთან მივიდოდა ან კატასთან, კი-სერს წაიგრძელებდა და რაღაცაზე ცხარედ და დამაჯერებლად მოჰყვებოდა ლაპარაკს, მაგრამ კვლავ გაუგებარი იყო მისი ნათქვამი. ზოგჯერ თავს ააღე-რებდა და გრძელ მონოლოგებს წარმოთქვამდა. ნაცნობობის პირველ დღე-ებში კაშტანკა ფიქრობდა, ალბათ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ძალზე ჭკვიანი-აო. მაგრამ გამოხდა ხანი და კაშტანკამ მისადმი რიდი და პატივისცემა და-კარგა: როცა ივან ივანიჩი თავისი გრძელი მოხსენებების წასაკითხად მიუ-ახლოვდებოდა, კაშტანკა კუდს კი აღარ აქიცინებდა, პირიქით, აბუჩად იგ-დებდა ამ თავმომაბეზრებელ მოლაყბეს, ძილს რომ არავის აცდიდა და მოუ-რიდებლად შეუღრენდა ხოლმე.
ფიოდორ ტიმოფეიჩი კი სულ სხვა ყაიდის ბატონი ბრძანდებოდა. გაიღ-ვიძებდა თუ არა, გაისუსებოდა. იჯდა უძრავად, თვალებსაც კი არ გაახელ-და. მისი ნება რომ ყოფილიყო, სულ არ გამოიღვიძებდა, რადგან ცხოვრება-ზე გულაყრილი ჩანდა. არაფერი აინტერესებდა. ყველაფერს ზანტად და უგულოდ ეკიდებოდა, ყველაფერი სძაგდა. თავისი წილი გემრიელი სადი-ლის მერეც კი გულამრეზილი ფრუტუნებდა.
გაიღვიძებდა თუ არა, კაშტანკა ოთახებში სიარულსა და კუთხე-კუნჭუ-ლების ყნოსვას მოჰყვებოდა. მარტო კაშტანკასა და კატას ჰქონდათ ასე თა-ვისუფლად სიარულის უფლება; ბატს სადგომის ზღურბლზე გადმობიჯება ეკრძალებოდა. ხავრონია ივანოვნა სადღაც ეზოში, ფარდულში ცხოვრობდა და მხოლოდ მეცადინეობის დროს გამოჩნდებოდა ხოლმე. პატრონი გვიან დგებოდა, ჩაის დალევდა და მაშინვე თავის ოინებს იწყებდა. ოთახში შე-მოჰქონდათ , შოლტი, რგოლები და ყოველ ცისმირე დღე თითქმის ერთი და იგივე მეორდებოდა, მეცადინეობა სამი-ოთხი საათი გრძელდებოდა, ასე რომ, ზოგჯერ დაღლილობისაგან ფიოდორ ტიმოფეიჩი მთვრალივით ბან-ცალებდა, ივან ივანიჩი ნისკარტს დააღებდა და ღრმად სუნთქავდა, წამო-ჭარხლებულ პატრონს კი ვერა და ვერ მოეწმინდა გახვითქული შუბლიდან ოფლი.
მეცადინეობა და სადილი დღეებს უხალისებდათ, საღამოები კი ერთობ მოსაწყენი იყო. ჩვეულებრივ, საღამოობით პატრონი სადღაც მიდიოდა, თან ბატი და კატა მიჰყავდა. მარტო დარჩენილი კაშტანკა ლეიბზე იწვა და გუ-ლი ელეოდა… სევდა როგორღაც შეუმჩნევლად წამოეპარებოდა და თანდა-თან ისე იპყრობდა, ვით ბინდი ოთახს. ძაღლს ჯერ ყეფის, ჭამის, ოთახებში სირბილისა და უბრალოდ, ცქერის სურვილიც კი ეკარგებოდა, მერე მის წარმოსახვას ორი ბუნდოვანი არსება ეწვეოდა. თუმცა ვერ გაერჩია, ძაღლე-ბი იყვნენ თუ ადამიანები, სანდომიანი, ძვირფასი სახეები წარმოუდგებო-და, მაგრამ ვეღარ შეეცნო; იმათ გამოჩენას ძალუა კუდის ქიცინით ხვდებო-და, ეჩვენებოდა, რომ ისინი ოდესღაც, სადღაც უნახავს და ჰყვარებია… ჩაძი-
ნების ჟამს კი მუდამ გრძნობდა, რომ იმათ ლაქის, ბურბუშელისა და წებოს სუნი ასდიოდათ.
როცა კაშტანკა თითქმის შეეგუა ახალ ცხოვრებას და გაძვალტყავებული ქოფაკი მაძღარ, მოვლილ-ნაპატივებ ძაღლად იქცა, ერთხელაც, მეცადინეო-ბის დაწყების წინ, პატრონი მიეფერა და უთხრა:
_ ძალუა, დროა საქმეს ვეწიოთ, გეყოფა უქმად ყოფნა. მსახიობი უნდა გამოგიყვანო… გინდა?
და ოინების სწავლება დაუწყო. პირველ გაკვეთილზე კაშტანკა უკანა თათებზე დგომასა და სიარულს სწავლობდა, რაც ძალიან მოსწონდა, მეორე გაკვეთილზე უკანა თათებზე მდგარი უნდა ამხტარიყო და შაქარს მის-წვდომოდა, მის თავს ზემოთ რომ ეჭირა მასწავლებელს. შემდეგ გაკვეთი-ლებზე უკვე ცეკვავდა, ყმუილს აყოლებდა მუსიკას, ზარს რეკავდა და პის-ტოლეტს ისროდა. ერთი თვის მერე კი შეეძლო «ეგვიპტურ პირამიდაში» წარმატებით შეეცვალა ფიოდორ ტიმოფეიჩი. ხალისით სწავლობდა და თა-ვისი წარმატებებით კმაყოფილი იყო; ენაგადმოგდებული სირბილი კორ-დით, რგოლში გაძრომ-გამოძრომა და ბებერი ფიოდორ ტიმოფეიჩის გაჭე-ნება უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა ძალუას. ყოველ მარჯვედ შესრულე-ბულ ოინს ხმამაღალი, აღფრთოვანებული ყეფით ხვდებოდა. მასწავლე-ბელსაც უკვირდა და აღტაცებული ხელებს იფშვნეტდა:
_ ტალანტია! ტალანტი! _ გაიძახოდა პატრონი, _ უეჭველი ტალანტია! დიდი წარმატება გელის, წყალი არ გაუვა!
ძალუაც ისე მიეჩვია «ტალანტს», რომ ყოველთვის, როცა პატრონი ამ სიტყვას წარმოთქვამდა, ზეზე წამოვარდებოდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თითქოს «ტალანტი» რქმეოდეს.

თავი მეექვსე

შფოთიანი ღამე

ძალუას უჟმური სიზმარი ეზმანა, ვითომ მეეზოვე მოსდევდა ცოცხით და შეშინებულს გამოეღვიძა.
ოთახში სიბნელე და სიჩუმე იდგა. სუნთქვა ჭირდა, უმოწყალოდ იკბი-ნებოდნენ რწყილები, ადრე ძალუას არასოდეს შინებია სიბნელის, მაგრამ ახლა რატომღაც ძრწოლამ აიტანა და დაყეფება მოუნდა. მეზობელ ოთახში ხმამაღლა ამოიხვნეშა პატრონმა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავის ფარდულში ღორმა დაიღრუტუნა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. საჭმელზე ფიქრი ამ-შვიდებდა ხოლმე და ძალუამაც გაიხსენა, როგორ მოპარა დღეს ქათმის ფე-ხი ფიოდორ ტიმოფეიჩს და სასტუმრო ოთახში კარადის უკან გადამალა. იქაურობას აბლაბუდა და მტვერი მოსძალებოდა. ახლა ურიგო არ იქნებო-და, ენახა: რა ბედი ეწია ქათმის ფეხს? სავსებით შესაძლებელი იყო პატრონს ეპოვა და შეეჭამა, მაგრამ დილამდე ოთახიდან გასვლა არ შეიძლებოდა. მა-ლე რომ ჩასძინებოდა, ძალუამ თვალი დახუჭა. გამოცდილებით იცოდა, რაც მალე დაიძინებდა, მით უფრო ჩქარა გათენდებოდა. ანაზდად, შორიახლო
უცნაური ყვირილი გაისმა, რამაც შეაკრთო და აიძულა ფეხზე დამდგარიყო. ივან ივანიჩი ყვიროდა და ეს აღარ ჰგავდა მოლაყბე, თავდაჯერებული ბა-ტის წინანდებურ ყიყინს. რაღაც ველური, გამკივანი და უჩვეულო, ჭიშკრის ჭრიალივით გაისმა სიბნელეში. წყვდიადში ძალუამ ვერა გაარჩია და ვერც ვერაფერი იაზრა, მაშინ უფრო მოეძალა შიში და დაიღრინა:
_ ღრრრ…
გავიდა მცირე ხანი, იმდენი, რამდენიც გვარიანი ძვლის დახვრას სჭირ-დებოდა: ყვირილი არ განმეორებულა. ძალუა თანდათან დამშვიდდა და ჩათვლიმა. ორი დიდი, შავი ძაღლი დაესიზმრა, ბარძაყებსა და ფერდებზე ბღუჯა-ბღუჯა რომ შერჩენოდათ შარშანდელი ბალანი. ძაღლები დიდი გო-ბიდან ხარბად თქვლეფდნენ ნარცხს, იქიდან თეთრი ორთქლი და ძალზე ტკბილი სურნელი მოდიოდა. დროდადრო ძაღლები მოხედავდნენ ძალუას, კბილებს უკრეჭდნენ და იღრინებოდნენ _ შენ არაფერს დაგითმობთო. ამ დროს სახლიდან გლეხი გამოვარდა: მათრახით გაყარა ისინი, მაგრამ რო-გორც კი გლეხი კარს მიეფარა, ორივე ძაღლი ღრიალით მოუვარდა ძალუას. ანაზდად, კვლავ გამკივანი ყვირილი გაისმა.
_ ყი-ყი! ყი-ყი! _ დაიყვირა ივან ივანიჩმა.
ძალუას გამოეღვიძა, წამოხტა და ლეიბიდან არც გადმოსულა, ყეფა ატე-ხა. ძალუას უკვე ეჩვენებოდა, რომ ივან ივანიჩი კი არა, ვიღაც სხვა, უცხო ყვიროდა. გარეთ ფარდულში რატომღაც კვლავ დაიღრუტუნა ღორმა.
ამ დროს ფეხსაცმლის ფრატუნი მოისმა და ოთახში ხალათწამოსხმული პატრონი შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა. მკრთალი შუქი ჭუჭყიან კედ-ლებსა და ჭერზე ალიცლიცდა, სიბნელე განდევნა. ძალუა დარწმუნდა, რომ ოთახში უცხო არავინ იყო. ივან ივანიჩი იატაკზე იჯდა, არ ეძინა, ფრთები გაეფარჩხა, ნისკარტი დაეფჩინა და, საერთოდ, ისეთი იერი ჰქონდა, თით-ქოს გადაქანცულიყო და სწყუროდა. არც ბებერ ფიოდორ ტიმოფეიჩს ეძინა, უთუოდ ისიც ყვირილმა გამოაღვიძა.
_ ივან ივანიჩ, რა დაგემართა? _ ჰკითხა პატრონმა ბატს. _ რა გაყვირებს? ავად ხომ არა ხარ?
ბატი დუმდა. პატრონმა კისერზე მოავლო ხელი, მერე ზურგზე გადაუს-ვა და უთხრა:
_ დიდი უცნაური ვინმე ხარ. არც თვითონ გძინავს და არც სხვას აძინებ.
როცა პატრონი წავიდა და სინათლე თან გაიყოლა, ისევ სიბნელე ჩამოწ-ვა. ძალუა შიშმა აიტანა. ბატი აღარ ყვიროდა, მაგრამ კაშტანკას კვლავ ეჩვე-ნებოდა, რომ სიბნელეში ვიღაც უცხო იდგა. ყველაზე შემზარავი კი ის გახ-ლდათ, რომ ამ უცხოს ვერ უკბენდა. რადგან უჩინარი და უსხეულო იყო. ძა-ლუა რატომღაც ფიქრობდა, ამ ღამეს უცილოდ რაღაც ძალზე ცუდი ამბავი უნდა მოხდესო. ფიოდორ ტიმოფეიჩიც ვერ ისვენებდა. ძალუას ესმოდა, კა-ტა ლეიბზე წრიალებდა, ამთქნარებდა და თავს იბერტყავდა.
სადღაც, ქუჩაში, კარზე დააკაკუნეს და ფარდულში ღორმა დაიღრუტუ-ნა. ძალუამ დაიწკმუტუნა, წინა თათები გამოშალა და თავი ზედ ჩამოდო. კარზე კაკუნმა, ღორის ღრუტუნმა, ჩამომდგარმა სიბნელემ და სიჩუმემ ძა-ლუას რაღაც სევდიანი და შემზარავი წინათგრძნობა განუახლა. სწორედ იმ-გვარი, ივან ივანიჩის ყვირილმა რომ განაცდევინა. ირგვლივ შფოთი და წუ-
ხილი გამეფებულიყო, მაგრამ რის გამო? ვინ იყო ის უცხო, ის უჩინარი? ძა-ლუას ცხვირწინ წამით ორი მქრქალი მწვანე ნაპერწკალი აინთო. მთელი ნაცნობობის მანძილზე ეს პირველად იყო, რომ ფიოდორ ტიმოფეიჩი კაშ-ტანკასთან მივიდა. ნეტა რა უნდოდა? ძალუამ კატას თათი აულოკა, არც უკითხავს, რისთვის მოხვედიო, ისე მოჰყვა უთავბოლო წკავწკავს.
_ ყი-ყი! _ დაიყვირა ივან ივანიჩმა. _ ყი-ყი-ყი!
კარი კვლავ გაიღო და პატრონი შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა. ბატი წინანდებურად ნისკარტდაბჩენილი და ფრთებგადაფარჩხული იჯდა, თვა-ლები დაეხუჭა.
_ ივან ივანიჩ! _ დაუძახა პატრონმა.
ბატი არ განძრეულა, პატრონი იატაკზე დაჯდა, ერთხანს უხმოდ შეჰყუ-რებდა ბატს.
_ ივან ივანიჩ! რა დაგემართა? კვდები? ვაი, ახლა გამახსენდა, გამახსენ-და! _ წამოიყვირა და თავზე ხელები იტაცა, _ ვიცი, რაც არის შენს თავს! დღეს ხომ ცხენმა დაგადგა ფეხი!.. ღმერთო, ღმერთო!
ძალუას არ ესმოდა, რას ამბობდა პატრონი, მაგრამ სახეზე ატყობდა, რა-ღაც საშინელის მოლოდინს შეეპყრო. კაშტანკამ დრუნჩი ჩაბნელებული ფან-ჯრისაკენ გააღირა, რომელსაც თითქოს ვიღაც უცხო მოსდგომოდა, და აყ-მუვლებდა.
_ ჩვენი ივან ივანიჩი კვდება, ძალუა! _ პატრონმა ხელები გაასავსავა. _ ჰო, ჰო, კვდება! თქვენ სადგომს სიკვდილი ეწვია! რაღა ვქნათ ახლა?
ფერნაცვალმა, აღელვებულმა პატრონმა უიმედოდ გადააქნია თავი და ვიშვიშით თავის საძინებელში გავიდა. ძალუას სიბნელეში დარჩენის შეე-შინდა და უკან გაედევნა, პატრონი საწოლზე ჩამოჯდა და რამდენჯერმე გა-იმეორა:
_ ღმერთო ჩემო, რაღა ვქნა?
ძალუა პატრონის სიახლოვეს დაბორიალებდა და ვერ მიმხვდარიყო, რა ნაღველს დაეთრგუნა იგი, რა აშფოთებდა. ცდილობდა, მიზეზი ამოეცნო და პატრონს თვალს არ აცილებდა.
პატრონის საძინებელ ოთახში ფიოდორ ტიმოფეიჩიც შემოვიდა, რომე-ლიც, საერთოდ, იშვიათად თუ შეელეოდა თავის ლეიბს. კატა თავს იბერ-ტყავდა, თითქოს მძიმე ფიქრების გაფანტვა სურდა, თან საწოლქვეშ იჭვნე-ულად იცქირებოდა.
პატრონმა პირსაბანიდან წყალი ჩამოასხა და ისევ ბატთან გავიდა.
_ დალიე, ივან ივანიჩ! _ უთხრა ალერსიანად და ლამბაქი წინ დაუდგა. _ დალიე, ჩემო კარგო!
მაგრამ ივან ივანიჩი არ განძრეულა და არც თვალი გაუხელია. პატრონმა თავი დაუწია და ნისკარტი წყალში ჩააყოფინა, მაგრამ ბატმა არც წყალი და-ლია, კიდევ უფრო გაფარჩხა ფრთები, თავი კი ისევე დარჩა, ლამბაქზე ჩამო-დებული.
_ არა, აღარაფერი ეშველება! _ ამოიოხრა პატრონმა, _ ყველაფერი გათავ-და, წასულია ივან ივანიჩის საქმე.
ამის თქმა იყო და პატრონს ღაწვებზე მბრწყინავი წვეთები ჩამოუგორ-და, სწორედ ისეთი, წვიმის დროს რომ მოგორავს ხოლმე ფანჯრის მინებზე.
ძალუა და ფიოდორ ტიმოფეიჩი ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა, პატ-რონს ეკვროდნენ და ზარდაცემულნი შესცქეროდნენ ბატს.
_ საბრალო ივან ივანიჩი! _ იმეორებდა პატრონი, თან მწუხარედ ხვნე-შოდა, _ მე კი ვოცნებობდი, გაზაფხულზე აგარაკზე წავიყვან და იქ მწვანეზე ერთად ვისეირნებთ-მეთქი. ივან ივანიჩ, ჩემო კეთილი მეგობარო, შენ აღარ ხარ! რაღა ვქნა უშენოდ?
ძალუას ეჩვენებოდა, რომ მასაც იგივე ბედი ეწერა, ანუ ისიც ივან ივანი-ჩის მსგავსად, გაურკვეველი მიზეზის გამო, დახუჭავდა თვალებს, ფეხებს გაფშეკდა, კბილებს დაკრეჭდა და ყველანი შეძრწუნებულ მზერას მიაპ-ყრობდნენ. ეტყობოდა, ფიოდორ ტიმოფეიჩსაც იგივე ფიქრები უტრიალებ-და, ადრე არასოდეს ყოფილა ბებერი კატა ასე დაღვრემილი და კუშტი.
თენდებოდა. აღარსად იყო უცხო ჩვენება, ასე რომ აფრთხობდა ძალუას. კარგად გათენდა, მეეზოვე მოვიდა, ბატს ფეხებში ჩაავლო ხელი და სადღაც წაიღო. ცოტა ხნის მერე ბებრუხანა შემოვიდა და პატარა ვარცლი გაიტანა.
ძალუა სასტუმრო ოთახში გავიდა და კარადის უკან შეიხედა: ქათმის ფეხისთვის ხელი არავის ეხლო, იქვე იდო, მტვერსა და აბლაბუდაში. მაგრამ კაშტანკას მოწყენილობა და სევდა დაუფლებოდა, არც კი დაყნოსა ქათმის ფეხი, დივანქვეშ შეძვრა და საწყალობლად აწკავწკავდა.

თავი მეშვიდე

უიღბლო დებიუტი

ერთ მშვენიერ საღამოს პატრონი ეახლათ და ხელების ფშვნეტით თქვა:
_ აბა-ა…
კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ უთქმელად გატრიალდა. ძალუა, რომელმაც გაკვეთილების დროს ჩინებულად შეისწავლა პატრონის სახის გამომეტყველება და ლაპარაკის კილო, მიხვდა, რომ იგი აღელვებული, შე-წუხებული და მგონი გულმოსულიც იყო.
მცირე ხნის შემდეგ პატრონი შემობრუნდა:
_ დღეს თან წავიყვან ძალუას და ფიოდორ ტიმოფეიჩს. ძალუა, ეგვიპ-ტურ პირამიდაში დღეს შენ შეცვლი განსვენებულ ივან ივანიჩს. ეშმაკმა და-ლახვროს! არაფერი გვაქვს მომზადებული, შესწავლილი, რეპეტიციებიც ცოტა გვქონდა, თავი მოგვეჭრება, ჩავფლავდებით.
შემდეგ ისევ გავიდა და სულ მალე ქურქსა და ცილინდრში გამოწყობი-ლი დაბრუნდა. კატასთან მივიდა, წინა თათებში ხელი ჩაავლო, აიყვანა და ქურქქვეშ შეისვა. ფიოდორ ტიმოფეიჩი ყველაფრისადმი ძალზე გულგრი-ლი ჩანდა. თვალის გახელაც კი არ უცდია. მისთის თითქოს სულ ერთი იყო: იწვებოდა, თუ უკანა თათებით ზე ასწევდნენ, ლეიბზე ინებივრებდა თუ ქურქქვეშ, პატრონის უბეს შეეყუჟებოდა…
_ ძალუა, წავიდეთ! _ უთხრა პატრონმა.
ძალუას ვერ გაეგო, რა ხდებოდა, და პატრონს კუდის ქიცინით მიჰყვა. მალე კაშტანკა მარხილში პატრონის ფერხთით იჯდა და ყურს უგდებდა სი-ცივისა და მღელვარებისაგან მობუზული კაცის ბუტბუტს:
_ თავი მოგვეჭრება! ჩავფლავდებით!
მარხილი ერთ ისეთ ვეებერთელა, უცნაურ სახლთან გაჩერდა, გადმო-პირქვავებულ საწვნეს რომ წააგავდა. სახლის გრძელი, სამკარიანი სადარბა-ზო ერთი დუჟინი ფარნებით გაეკაშკაშებინათ. კარი ხმაურით იღებოდა და სადარბაზოს წინ მორიალე ხალხს ნთქავდა. ხალხი ბლომად იყო, სადარბა-ზოსთან ხშირად ცხენებიც მოირბენდნენ ხოლმე, ძაღლები კი არსად ჩან-დნენ.
პატრონმა ძალუა აიყვანა და ქურქქვეშ უბეში ჩაისვა, ფიოდორ ტიმოფე-იჩი უკვე იქ იყო. ქურქქვეშ ბნელოდა და სუნთქვა ჭირდა. სამაგიეროდ თბი-ლოდა, უცებ ორმა მქრქალმა ნაპერწკალმა გაკვესა _ მეზობლის ცივი და ხე-შეში თათების მიკარებამ თუ შეაწუხა კატა, _ თვალი გაახილა. ძალუამ კა-ტას ყური აულოკა, შეეცადა, რაც შეიძლებოდა, უკეთ მოკალათებულიყო და მოუსვენრად აწრიალდა. კატა ცივი თათებით მიჭეჭკა და ქურქიდან უნებ-ლიეთ თავი გამოყო, მაგრამ დაიღრინა და უკანვე შეძვრა, მოეჩვენა, უზარმა-ზარი, მკრთალად განათებული ოთახი ურჩხულებით გატენილიყო, ტიხრე-ბიდან და ორივე მხარეს გაყოლებული ხარიხებიდან საშინელი სახეები და-ინახა: ცხენების, რქოსანთა, დიდყურათა და ერთიც ვეება სახე, ცხვირის ად-გილას კუდი რომ ება და პირიდან ორი გრძელი შემოხრული ძვალი გამოს-ჩროდა.
ძალუას თათქვეშ მოკუნტულმა კატამ ხრინწიანად დაიკნავლა, სწორედ ამ დროს პატრონმა ქურქი შეიხსნა. «ჰოპ» დაიძახა და ფიოდორ ტიმოფეიჩი და ძალუა იატაკზე ჩამოხტნენ. ისინი პატარა, ფიცრულ ოთახში აღმოჩ-ნდნენ. აქ პატარა სარკიანი მაგიდის, ტაბურეტისა და კუთხეებში გაკიდუ-ლი ჩვრების გარდა სხვა არავითარი ავეჯი ამ მოიძევებოდა: კედლის გას-წვრივ ფარანის თუ სანთლის მაგიერ ჩასობილი მილაკი კაშკაშა მარაოსებრ შუქს აფრქვევდა.
ფიოდორ ტიმოფეიჩმა ბეწვი გაილოკა, ძალუამ რომ მოუთელა, მერე ტა-ბურეტქვეშ შეძვრა და გაწვა. პატრონი ჯერ ისევ ღელავდა და ხელებს იფ-შვნეტდა, თან ტანსაცმელს იხდიდა… გაიხადა, როგორც საერთოდ იხდიდა ხოლმე ძილის წინ, სანამ ფლანელის საბანქვეშ შეგორდებოდა. ერთი სიტ-ყვით, საცვლების ამარა დარჩა. შემდეგ ტაბურეტზე ჩამოჯდა, სარკეში იყუ-რებოდა და სასწაულმოქმედებდა. უწინარეს ყოვლისა, თავზე პარიკი ჩამო-იცვა, შუაზე გადაყოფილი და წყვილ რქასავით აღერებული. მერე სახეზე სქლად წაისვა თეთრი საღებავი და ზედ კიდევ წარბები, ულვაშები და ღაჟ-ღაჟა ლოყები დაიხატა. მისი გნაზრახი ამით არ დამთავრებულა. პირისახე და კისერი რომ გაითხუპნა, მერე რაღაცნაირ უჩვეულო კოსტიუმში გამოეწ-ყო, რომლის მსგავსი ძალუას არასოდეს ენახა, არც სახლებსა და არც ქუჩაში. წარმოიდგინეთ, დიდრონი ყვავილებით მოხატული, ჩითის ფარფაშა შარვა-ლი, ზუსტად იმ ჩითისა, მეშჩანები საფარდედ და ავეჯის გადასაკრავად რომ იყენებდნენ. შარვალი თითქმის იღლიებთან იკვრებოდა: ცალი ტოტი ყავისფერი ჩითისა იყო, მეორე _ ღია ყვითელი ფერისა. ამ ტანსაცმელში
ჩაფლულმა პატრონმა კიდევ სხვადასხვა ფერის ყელიანი წინდები, მწვანე ფეხსაცმელი და ჩითის ქურთუკი ჩაიცვა: ქურთუკს დიდი, დაკბილული სა-ყელო ჰონდა და ზურგზე ოქროს ვარსკვლავი ეხატა…
ძალუას თვალი აუჭრელდა, ამ თეთრპირისახიან, ჩანჩურა კაცს პატრო-ნის სუნი უდიოდა, ხმაც ნაცნობი ჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ ძალუას ეჭვი აწ-ვალებდა და მაშინ მზად იყო, ამ ზიზილ-პიპილა არსებას გაქცეოდა და ყეფა აეტეხა. ახალი გარემო, მარაოსებრი შუქი, პატრონის სახეცვალება _ ყოვე-ლივე ეს გაურკვეველ შიშსა და ისეთ წინათგრძნობას უღვიძებდა, რომ უსა-თუოდ რაღაც საშინელებას გადაეყრებოდა, სწორედ ისეთს, მსუქან სახეზე ცხვირის ადგილას კუდი რომ ება. ამას ისიც ემატებოდა, რომ სადღაც შორს, კედლის მიღმა საძულველი მუსიკა უკრავდა და დროდადრო გაუგებარი ღრიანცელი მოისმოდა. მხოლოდ ფიოდორ ტიმოფეიჩის უშფოთველობა აწ-ყნარებდა ძალუას. იგი მშვიდად თვლემდა ტაბურეტქვეშ და თვალებს მაში-ნაც კი არ ახელდა, როცა ტაბურეტი გადაადგილებისას გაბრახუნდებოდა ხოლმე.
ოთახში ფრაკსა და თეთრ ჟილეტში გამოწყობილმა კაცმა შემოიხედა და თქვა:
_ ახლა მის არაბელი გამოდის. შემდეგ კი თქვენი რიგია.
პატრონმა არაფერი უპასუხა. მაგიდის ქვემოდან ვეება ჩემოდანი გამო-ათრია, ჩამოჯდა და დაელოდა. ტუჩებსა და ხელებზე ეტყობოდა, ღელავდა, ძალუას ესმოდა მისი არათანაბარი სუნთქვა.
_ მისტერ ჟორჟ, გთხოვთ! _ დაიყვირა ვიღაცამ კარს მიღმა.
პატრონი წამოდგა და სამგზის გადაიწერა პირჯვარი, მერე ტაბურეტის ქვემოდან კატა გამოიყვანა და ჩემოდანში ჩასვა.
_ ძალუა, მოდი! _ უთხრა პატრონმა ხმადაბლა.
ძალუას ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა, პატრონმა ძალუასYთავზე აკოცა და ფიოდორ ტიმოფეიჩს გვერდით მიუსვა, მერე ჩამობნელდა… ძალუა კა-ტას ეხეთქებოდა, ჩემოდნის კედლებს ფხოჭნიდა და შიშისაგან კრინტი ვერ დაეძრა. ჩემოდანი კი, როგორც ტალღებზე, ისე ქანაობდა და ძაგძაგებდა…
_ აი, მეც აქა ვარ! _ დაიყვირა პატრონმა. _ აი, მეც აქა ვარ!
ძალუამ იგრძნო, ამ ყვირილის მერე ჩემოდანი რაღაც მაგარს რომ მოხ-ვდა და გაჩერდა. აღარ ქანაობდა, მოისმა ღრიალი: ვიღაცას ტაშს უკრავ-დნენ. და ის ვიღაცა, უთუოდ ის ურჩხული იყო, ცხვირის ადგილას კუდი რომ ება. ისე ხმამაღლა ღრიალებდა და ხარხარებდა, რომ ჩემოდნის საკეტე-ბი აძიგძიგდა. პასუხად პატრონის ხითხითი გაისმა. ასე შინ არასოდეს იცი-ნოდა.
_ ჰა! _ დაიყვირა პატრონმა და ამით შეეცადა ღრიალი დაეფარა. _ პა-ტივცემულო საზოგადოება! მე ახლა პირდაპირ ვაგზლიდან მოვდივარ! ბე-ბია მომიკვდა და მემკვიდრეობა დამიტოვა! ჩემოდანში რაღაც ძალზე მძიმე დევს, ეტყობა, ოქროა… ჰა-ა! ერთიც ვნახოთ და მილიონი აღმოჩნდეს! აბა, გავხსნათ და ვნახოთ…
კლიტემ გაიჩხაკუნა. კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა ძალუას: ჩემოდნი-დან ამოხტა და ღრიალით გაყრუებული, მთელი სისწრაფით პატრონის გარშემო დარბოდა და მხიარულად ყეფდა.
_ ჰა! _ დაიყვირა პატრონმა: _ ძია ფიოდორ ტიმოფეიჩ! ძვირფასო ძა-ლუა! სანატრელო ნათესავებო, ეშმაკსაც წაუღიხართ!
პატრონი სილაზე გაგორდა, კატას და ძალუას ხელი სტაცა და ხვევნა-კოცნა დაუწყო. ძალუამ, სანამ პატრონს მკლავებში ჰყავდა ჩაბღუჯული, წა-მით გადაავლო თვალი იმ სამყაროს, ბედმა რომ არგუნა წილად და განაც-ვიფრა მისმა სიდიადემ. მერე პატრონს მკლავებიდან დაუსხლტა და შთა-ბეჭდილებებით გაბრუებული, ერთ ადგილზე ბზრიალასავით დატრიალ-და.
ახალი სამყარო იყო უზარმაზარი და გაკაშკაშებული. საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან, იატაკიდან ჭერამდე, მარტოოდენ სახეები მოჩანდა. სა-ხეები, სახეები და სხვა არაფერი.
_ ძალუა, გთხოვთ, დაბრძანდეთ! _ დაიყვირა პატრონმა.
ძალუას ახსოვდა, რას ნიშნავდა ეს და სკამზე შეხტა. პატრონს თვალი აადევნა. როგორც ყოველთვის, მას ახლაც სერიოზული და ალერსიანი თვა-ლები ჰქონდა, მაგრამ პირისახე ცივ ღიმილს დაეღრიჯა, იგი ხარხარებდა, ხტოდა, იგრიხებოდა, ისე იქცოდა, თითქოსდა ათასობით ხალხის ხილვა ძალიანაც ახარებდა.
ძალუამ დაუჯერა პატრონს, ირწმუნა მისი მხიარულება. უცებ მთელი ტანით იგრძნო, რომ ეს ათასობით სახე სწორედ მას შემოსცქეროდა, მელა-სებრ დრუნჩი ააღირა და ყეფა გააბა.
_ ძალუა, თქვენ ჯერ მოითმინეთ, _ უთხრა პატრონმა, _ მე და ბიძაჩემი კი კამარინსკულს ვიცეკვებთ.
იმის მოლოდინში, როდის აიძულებდნენ ყოველგვარი სისულელეების შესრულებას, ფიოდორ ტიმოფეიჩი იდგა და გულგრილად აქეთ-იქით იყუ-რებოდა. ცეკვით კი დაუდევრად იცეკვა. თითოეულ მოძრაობაზე, კუდსა და ულვაშებზე ეტყობოდა, უზომოდ სძაგდა ეს ბრბოც, კაშკაშა შუქიც, პატ-რონიცა და, ასე გასინჯეთ, საკუთარი თავიც… რაკი თავისი წილი იცეკვა, დაამთქნარა და დაჯდა.
_ აბა, ძალუა, _ უთხრა პატრონმა, _ ჯერ ვიმღეროთ, შემდეგ კი ვიცეკ-ვოთ, კარგი?
პატრონმა ჯიბიდან სალამური ამოიღო და დაუკრა. ძალუა, რომელიც მუსიკას ვერ იტანდა, სკამზე მოუსვენრად აწრიალდა და აყმუვლდა. ყოვე-ლი მხრიდან ღრიალი და მქუხარე ტაში მოისმა. პატრონმა საზოგადოებას თავი დაუკრა და როცა ისევ სიჩუმე ჩამოდგა, დაკვრა განაგრძო… ერთი ყვე-ლაზე მაღალი ნოტის შესრულებისას, მაყურებელთა შორის ვიღაცამ ხმამაღ-ლა შეჰყვირა:
_ მამილო! ეს ხომ კაშტანკაა!
_ სწორედ რომ კაშტანკაა! _ დაუდასტურა ნაბახუსევმა, ჟღრიალა ხმამ. _ კაშტანკაა! ფედიუშკა, ღმერთო დიდებულო, კაშტანკაა! ფუი!
ქანდარაზე ვიღაცამ დაუსტვინა და ერთდროულად გაისმა ბავშვისა და მამაკაცის ძახილი:
_ კაშტანკა! კაშტანკა!
ძალუა შეკრთა და იქით მიიხედა, საიდანაც ძახილი მოისმა. თვალში ეცა ორი სახე: ერთი ნაღვინევ, გაუპარსავი და უშნოდ გაღრეჭილი, მეორე _
ფუნჩულა, ლოყაწითელი და დაფეთებული. თვალი მოსჭრა ამ სახეებმა, როგორც ადრე კაშკაშა სინათლემ… კაშტანკას ყველაფერი გაახსენდა, სკამი-დან გადმოვარდა და სილაზე აფართხალდა, მერე წამოხტა და მხიარული წკმუტუნით მათკენ მოკურცხლა. გაისმა გამაყრუებელი ღრიალი, სტვენა და ბავშვის ყვირილი:
_ კაშტანკა! კაშტანკა!
ძალუა მოაჯირს გადაახტა, მერე ვიღაცის მხარს გადაევლო და ლოჟაში ჩახტა; იარუსამდე რომ მიეღწია, მაღალ კედელზე უნდა გადამხტარიყო; ის-კუპა, მაგრამ ვერ უწია და კედელზე დაცურდა. შემდეგ კი ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიღაცას ხელები, ვიღაცას პირისახე აულოკა, სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა და ბოლოს ქანდარაზე ამოჰყო თავი…
ნახევარი საათის შემდეგ კაშტანკა უკვე იმ ადამიანებს მიჰყვებოდა, წე-ბოსა და ლაქის სუნი რომ ასდიოდათ. ლუკა ალექსანდრიჩი ბარბაცებდა და უნებურად თხრილებს ერიდებოდა, გამოცდილებამ ასე ასწავლა.
_ ეჰ, ცოდვის შვილები ვართ… _ ბუტბუტებდა დურგალი. _ შენ კი, კაშ-ტანკა _ საოცარი ვინმე ხარ, თუმცა ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, რო-გორც დურგალი ხუროსაგან.
ფედიუშკას მამის ჩიხაქუდი დაეკოსებინა თავზე. კაშტანკა შეჰყურებდა გვერდი-გვერდ მიმავალ მამა-შვილს და ეჩვენებოდა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც ასე მისდევდა მათ კუდში და უხაროდა, რომ წუთითაც არ შეც-ვლილა მისი ცხოვრება. კაშტანკამ გაიხსენა ჭუჭყიანკედლებიანი ოთახი, გა-იხსენა ბატი, ფიოდორ ტიმოფეიჩი, გემრიელი სადილები, მეცადინეობა, ცირკი, მაგრამ ყოველივე ეს ახლა ეჩვენებოდა, როგორც ერთი ავი და უჟმუ-რი სიზმარი…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button