ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitwise: SEC ასე არ უნდა ღელავდეს Bitcoin-ით მანიპულაციების გამო

კომპანია Bitwise Asset Management-მა წერილი მისწერა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC), რომელშიც განაცხადა, რომ კვლავ იმედოვნებს Bitcoin-ის ბაზაზე ETF-ის ამოქმედებას. 

გამოქვეყნებული დოკუმენტი წარმოადგენს 112-გვერდიანი უარის ერთგვარ პასუხს და არის მცდელობა – გაიფანტოს SEC-ის ეჭვები კრიპტოსავალუტო მანიპულაციებით ბაზრისთვის ზიანის მიყენების თაობაზე. 

კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ Bitcoin უნიკალური ფორმით მდგრადია მანიპულაციებისადმი, რადგანაც მისი ფასი ფორმირდება ღია ბაზარზე. ტრადიციული ბაზრები, პირიქით, „ემყარება კოორდინირებულ ფასთა წარმოქმნას“, რის გამოც ხდება ისეთი ინციდენტები, როგორიცაა სკანდალი ლონდონის ბანკთაშორისი განაკვეთის შეთავაზებაზე. 

„Bitcoin-ის ურთიერთჩანაცვლებადობისა და განაწილების ბუნება საშუალებას იძლევა ეფექტურად განხორციელდეს საარბიტრაჟო ოპერაციები სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმას შორის. ეს კი Bitcoin-ს იცავს ცალკეულ ბაზრებზე მანიპულირების მცდელობებისგან“ – აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები. 

ბაზრის მონიტორინგის მონაცემთა გაცვლის მოთხოვნის კონტექსტში Bitwise-მა ხაზი გაუსვა, რომ მის პარტნიორ NYSE Arca-ს აქვს შესაბამისი შეთანხმება CME ბირჟასთან. გარდა ამისა, CME-ს მიერ ფიუჩერსული გათვლებისთვის გამოყენებული რეფერენტული კურსი  ეყრდნობა გარკვეულ წესებს, რაც ამცირებს ბაზარზე პოტენციურ მანიპულირებას. 

Bitwise-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ დღესდღეობით უკვე ბევრი ამერიკელი ინვესტორი დებს ინვესტიციას Bitcoin-ში. შესაბამისად, არსებობს „კრიტიკული აუცილებლობა“ – ბაზარზე გამოჩნდეს უსაფრთხო და ეფექტური ინსტრუმენტები. 

კომპანია დაეთანხმა Charles Schwab-ის მცირე ხნის წინანდელ კვლევას, რომლის თანახმად მილენიალები Grayscale Bitcoin Trust-ით უფრო მეტ კაპიტალს დებენ Bitcoin-ში, ვიდრე Disney-ს, Netflix-ის, Microsoft-ისა და სხვა ცნობილი კომპანიების აქციებში. 

შეგახსენებთ, რომ SEC განმეორებით განიხილავს Bitwise-ის განაცხადს Bitcoin-ETF-ის შესახებ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button