ბიზნესიკომპიუტერული ტექნოლოგია

AData გეიმერული კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე გამოდის

კომპანია AData-მ, რომელიც ამჟამად მეხსიერების მოდულების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, განაცხადა, რომ 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე გამოვა. კომპანია აპირებს თავის ხაზში გამოუშვას კომპიუტერები სახელწოდებით Xtreme Performance Gear (XPG). ამ სერიაში შევა ახალი პროდუქტები, მაგალითად მონიტორები, ლეპტოპები, გეიმინგ კომპიუტერები, კომპიუტერის კორპუსები და სხვა პროდუქტები გეიმერებისთვის. გეგმების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას AData გამოფენა CES 2020-ზე გაასაჯაროვებს, თუმცა ამჟამად უკვე არსებობს გარკვეული ცნობები მზადებაში არსებული მოწყობილობების შესახებ. 

XPG ნიშნით გამოვა გეიმინგ ლეპტოპი Xenia 15, რომელსაც ექნება 15.6-დუიმიანი IPS დისპლეი და მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორი. აგრეთვე გამოვა 5 ლიტრი მოცულობის მინი კომპიუტერი სახელად XPG Gaia, რომელსაც ექნება 20.5 სანტიმეტრიანი ვიდეო ბარათის მხარდაჭერა. XPG სერიაში აგრეთვე ვიხილავთ გეიმინგ მონიტორ Photon-ს, რომელიც წარმოდგენილი იქნება 27-დუიმიანი პანელით, PixelDisplay-ს ტექნოლოგია Vivid Color Eye-Safe Display-ით. XPG Volta სახელწოდებით კი გამოვა კომპიუტერის კორპუსი, რომელიც დამზადებული იქნება მაღალი ხარისხის ნაწრთობი მინისა და ლითონისგან, ექნება E-ATX ფორმატის დედა დაფების დაყენების მხარდაჭერა და საკმარისი ადგილი წყლით გაგრილების სისტემისთვის. 

ვნახოთ, რა გამოუვა AData-ს ბაზრის მისთვის ახალ სეგმენტზე, რომელზე არსებული კონკურენციაც იმდენად დიდია, რომ წარმატების მისაღწევად კომპანიას დასჭირდება არა მარტო ცნობილი სახელი, არამედ მომხმარებლებისთვის რაიმე ახალი, განსაკუთრებული და მიმზიდველი, მომხმარებელთა გაოცება კი დღესდღეობით მეტად რთულია. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button