ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

Huawei P40 Pro-ს ვიზუალიზაცია მის ხუთმოდულიან კამერაზე მიუთითებს

სამომავლო Huawei P40 სერიის ამსახველი რენდერები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ამჯერად სმარტფონის დეტალიზებული ვიზუალიზაცია წარმოადგინა რესურსმა – TargetYouTube.com. 

Huawei P40 Pro-ს ფრონტალური პანელის დიზაინი ძალიან ჰგავს უახლეს Samsung Galaxy Note 10-ისას: ეკრანის ზედა ნაწილში, ცენტრში განთავსდება მრგვალი ჭრილი კამერისთვის. ჩინური კომპანია თავის ბოლო პერიოდის ფლაგმანებში უფრო დიდი ზომის ჭრილებს იყენებს, თუმცა როგორც ჩანს პერფორირებული ეკრანი უფრო ფართოდ მიღებული და გავრცელებული გადაწყვეტილება იქნება 2020 წლის მობილურ წარმოებაში. გარდა ამისა, სმარტფონს გვერდებზე ნაწილობრივ გადასული ეკრანი ექნება, რაც უზრუნველყოფს ვიდეოს ყურებას სრულ ეკრანზე შავი ჩარჩოების გარეშე. 

რაც შეეხება სმარტფონის უკანა პანელს, ჩანს, რომ ხუთი ობიექტივისგან შემდგარია სწორკუთხედი, მის ქვემოთ კი განთავსებულია ორმაგი ფლეშ-განათება. გავრცელებული ცნობების თანახმად სმარტფონის უკანა მხარეს მოცემული იქნება 64-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორი, 20-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი ხედვის ობიექტივი, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტომოდული, მაკროობიექტივი და Time of Flight სენსორი. კამერაზე ხილვადია ოპტიკის ცნობილი გერმანული მწარმოებლის სახელწოდება – Leica. 

image.jpeg

მოსალოდნელია, რომ Huawei P40 Pro-ს ექნება უახლესი პლატფორმა Kirin 990 5G. ამ ცალკრისტალიან სისტემაში გამოყენებულია მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი 7 ნმ + EUV, აგრეთვე ინტეგრირებულია 5G მოდემი. ეს იქნება მსოფლიოში პირველი მობილური ჩიპი, რომელსაც 10.3 მლრდ-ზე მეტი ტრანზისტორი აქვს. 

სმარტფონს ექნება როგორც ავტონომიური, ისე არაავტონომიური 5G ქსელის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა გაფრთოვდეს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის ზონა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია 5500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. 

image.jpeg

უახლესი ცნობების მიხედვით Huawei P40 Pro მომდევნო წლის მარტში უნდა გამოვიდეს უმცროს მოდელ P40-თან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ აშშ-ის სანქციების გამო სმარტფონში არ იქნება ხელმისაწვდომი Google Play და Google-ის სხვა სერვისები. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button