კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

ვიდეო ბარათ Radeon RX 5600 XT-ის სრულმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა wccftech-ის ექსპერტები სასიამოვნოდ გააოცა

წითლების გუნდის ფანატები იმედით ელოდნენ ახალი Radeon RX 5600 XT-ის გამოსვლას. ამ ვიდეო ბარათის პირველადი ტესტირების შედგები საკმაოდ ოპტიმისტურია. ვიდეო ბარათი დემონსტრირებს GeForce GTX 1070 Ti-ს პარიტეტს და მნიშვნელოვნად აღემატება GTX 1060 Ti-ს. ამ დრომდე ცნობილი არ იყო ჩიპის ზუსტი მახასიათებლები, თუმცა გაჟონილი ინფორმაციის შედეგად უკვე ცნობილი გახდა სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ დაუანონსებელი პროდუქტის შესახებ. 

ცნობები გავრცელდა ერთ-ერთი საიტიდან, სადაც გამოჩნდა ბარათი ASRock Radeon RX 5600 XT. როგორც ჩანს, ჩვენს წინაშეა სრულფასოვანი Navi 10 ჩიპი, რომელსაც იმდენივე (2304) ნაკადური პროცესორი აქვს, რამდენიც Radeon RX 5700 მოდელს. მეხსიერების მხრივ კი ახალ ბარათს არ გაუმართლა. როგორც უკვე ვიცით, RX 5600 XT-ს 192-ბიტიანი GDDR6 სტანდარტის მეხსიერება ექნება. სიჩქარე კი უფროს მოდელზე ნაკლებია: 12 გბიტ/წმ ნაცვლად 14 გბიტი/წმ-სა (288 – 448 გბიტ/წმ-ის ნაცვლად).  

გასაკვირია, რომ უფრო ბიუჯეტურ Radeon RX 5500 XT ბარათსაც ფლაგმანური მეხსიერება აქვს, რამაც განსაზღვრა ახალი ბარათის ტაქტის სიხშირე: ეკონომიურ რეჟიმში 1235 მჰც, 1460 მჰც გეიმინგ რეჟიმში და მაქსიმალური – 1620 მჰც Boost-რეჟიმში, რაც 100 მეგაჰერცით ნაკლებია უფროს RX 5700 ვერსიასთან შედარებით. 

image.png
image.png

კვებისთვის ვიდეო ბარათს სჭირდება 8-პინიანი კვების კონექტორი, რაც ნიშნავს, რომ ზღვარი 150 ვატია. ჯერჯერობით უცნობია რა ფასს დაადებს ამ ვიდეო ბარათს AMD, რადგანაც სწორედ ფასი განსაზღვრავს მის სამომავლო ბედს. ვიდეო ბარათის ანონსი სავარაუდოდ შედგება იანვარში CES 2020 გამოფენაზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button