ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: ტექნოლოგიურ გიგანტებს მსოფლიო ორუელისეულ ანტიუტოპიამდე მიჰყავთ

EOS-სტარტაპ Block.one-ის ტექნიკური დირექტორის, დენ ლარიმერის აზრით მცირე ხნის წინ YouTube-ის მიერ კრიპტოვალუტების შესახებ არსებული ვიდეოების დაბლოკვის ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ძლევამოსილ კორპორაციებს მსოფლიო ტოტალური ცენზურისკენ მიჰყავთ. 

„დრო მოვიდა კვლავ შევიძინოთ ქაღალდის წიგნები, რადგანაც ციფრულ სამყაროში მათი განადგურება მეტად ადვილია. უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ თქვენ არაფერს ფლობთ და ვერაფერს აკონტროლებთ თქვენს ტელეფონში. ჩვენ უფრო და უფრო მივიწევთ იქითკენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ექსკლუზიური წვდომით იქნება წარმოდგენილი“. 

ლარიმერმა დაამატა, რომ თუკი დღეს უმსხვილესი ვიდეოჰოსტინგი ცენზურას ადებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კონტენტს, ხვალ შეიძლება Amazon-მა დაიწყოს იგივე წიგნებთან მიმართებაში. 

„შეიძინეთ წიგნები ახლავე, სანამ არ აუკრძალავთ“. 

YouTube-ზე კრიპტოვალუტების შესახებ არსებული ვიდეორგოლების დაბლოკვის შემდეგ Binance-ის ხელმძღვანელმა გამოთქვა აზრი, რომ მიზანშეწონილი იქნება ბლოკჩეინზე სოციალური ქსელის შექმნა. 

აქვე მოგახსენებთ, რომ YouTube-მა უკვე სრულად აღადგინა წვდომა გაუქმებულ კონტენტზე, რომელიც გასულ კვირაში დაიბლოკა „მოდერაციის პრობლემების“ გამო. ვიდეოჰოსტინგი პირობას დებს რომ გააუქმებს ყველა მცდარ სანქციას დაზარალებული არხების მიმართ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button