ავტომობილიახალი ამბები

Xiaomi მალე გამოუშვებს Mi Scooter 3-სა და Mi Scooter 3 Lite-ს

Xiaomi-ს პროდუქტების ეკოსისტემა რამდენიმე კატეგორიად იყოფა, რომელთაგან თითოეული შექმნილია ცხოვრების გამარტივების მიზნით. ბრენდის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია Mi Scooter, რომელიც ჩინეთში გამოდის MIJIA ბრენდის სახელით. ეს მოწყობილობები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ევროპაშიც.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი მალე ორი სკუტერის გამოშვებას გეგმავს. სკუტერები, სახელად Mi Scooter 3 და Mi Scooter 3 Lite, გამოსახულია ბანერზე, რომელსაც თან ახლავს Mi სკუტერის მოდელის სურათი. სკუტერის ფოტოები ჰგავს Mi Electric Scooter Pro 2 Mercedes-AMG Petronas F1 Team Edition-ს, რომელიც გამოვიდა თებერვლის დასაწყისში.

ამჟამად სამომავლო სკუტერების ტექნიკური მახასიათებლები უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ Mi Scooter 3 გარკვეულწილად გაუმჯობესდება Mi Scooter Pro 2-თან შედარებით. Mi Scooter 3 Lite, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება Scooter 3-თან შედარებით შემცირებული გარკვეული ფუნქციებით. დიდი ალბათობით, ორივე მათგანს იდენტური გარეგნული დიზაინი ექნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, სამომავლო მოდელი უნდა იყოს ისეთივე მიმზიდველი, როგორც ვერსია Mercedes-AMG Petronas F1 Team Edition, რომელშიც შერწყმული იქნება Mercedes-AMG-ს დიზაინი და Xiaomi-ს ტექნოლოგიები.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button