ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

NVIDIA Ampere 7-ნმ ვიდეო ბარათები იქნება 50%-ით სწრაფი და ორჯერ მეტად ენერგოეფექტური Turing-სერიასთან შედარებით

Taipei Times-ის ცნობით 7-ნანომეტრიან პროცესორ Ampere GPU NVIDIA-ს ბაზაზე შექმნილი მომდევნო თაობის GeForce ვიდეო ბარათები  Turing-ის ბაზაზე არსებულ გრაფიკულ პროცესორებზე 50%-ით სწრაფი და ორჯერ ენერგოეფექტური იქნება. NVIDIA მზადაა მომდევნო Ampere თაობის გრაფიკული პროცესორები გამოუშვას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, რაც გამოიწვევს გეიმინგ ბარათებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის აღდგენას. 

NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა დაადასტურა, რომ მომავალი თაობის 7-ნანომეტრიანი GPU-ების უმეტესობის წარმოებით კომპანია TSMC დაკავდება, პროდუქციის მცირე ნაწილს კი Samsung-ი დაამზადებს. 

Ampere ვიდეო ბარათები ორჯერ შეამცირებს ენერგომოხმარებას არსებულ Turing პროცესორებთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ახალი არქიტექტურის საფუძველზე შექმნილი მაღალი წარმადობის გრაფიკული პროცესორები შეძლებენ თამაშების ხარისხიან დამუშავებას RayTracing-ტექნოლოგიის მეშვეობით 4K გაფართოებასა და 60 FPS-ზე. 

image.png

Turing გახლდათ პროცესორების პირველი თაობა, რომელშიც რეალიზდა Ray Tracing, Ampere კი შემოგვთავაზებს ოპტიმიზაციას და მეტ RT და ტენსორულ ბირთვს RayTracing-ისთვის. NVIDIA 12-ნანომეტრიან FinFET ტექნოპროცესს იყენებს Turing პროცესორებში, მომდევნო თაობის Ampere გრაფიკულ პროცესორებში კი დაინერგება არა მხოლოდ უფრო მოწინავე არქიტექტურა, არამედ ახალი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, რაც განაპირობებს მათ AMD Navi სერიასთან გათანაბრებას და ორმაგ ენერგოფექტურობას. 

image.jpeg

ასევე ცნობილია, რომ ყველა მსხვილი კომპანია მიიღებს თავისი გეიმინგ ბიზნესის მოცულობის ზრდას: MSI ელის გაყიდვების 60%-იან მატებას, ASUS-ისა და Gigabyte-ის პროგნოზით, ორივე მიიღებს დაახლოებით 30%-იან მოგებას ახალი Ampere პროცესორების წყალობით, ყოველი კომპანიისთვის კი გადამწყვეტი მოვლენა იქნება ლეპტოპებზე მოთხოვნის ზრდა და რეალიზება. Turing ამჟამად NVIDIA-ს ბაზარზე მთავარი მოთამაშეა მცირე ხნის წინ SUPER სერიის გამოშვებით და იგი ძალებს იძენს დისკრეტულ სეგმენტში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button