Hi-Techკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

Panasonic-მა დააანონსა მსოფლიოში პირველი VR-სათვალე HDR-სა და UHD სტანდარტების მხარდაჭერით

კორპორაცია Panasonic-მა გამოფენა CES 2020-ზე წარადგინა მსოფლიოში პირველი ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელსაც აქვს სუპერმაღალი სიმკვეთრის გამოსახულების, UHD გაფართოებისა და High Dynamic Range (HDR) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

გაჯეტში დაყენებულია OLED-დისპლეი, რომელიც შექმნილია Panasonic-ისა და VR-ეკრანების მოწინავე მწარმოებელი კომპანია Kopin Corporation-ის პარტნიორობის შედეგად. მოწყობილობაში აგრეთვე გამოყენებულია Panasonic-ის აუდიო და ვიზუალური ტექნოლოგიები, მათ შორის სიგნალის დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოტექნიკის წარმოებაში გამოიყენება, ასევე Technics-ის აუდიოპროდუქტები და ოპტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც LUMIX-ის ციფრულ ფოტოკამერებში გამოიყენება. 

image.jpeg

დისპლეი უზრუნველყოფს ბუნებრივ გამოსახულებას დამახასიათებელი „ჩარჩოს ეფექტის“ გარეშე, რის გამოც შესამჩნევი ხდებოდა ხაზები პიქსელებს შორის. Panasonic-ისა და Kopin-ის მიერ შექმნილი ოპტიკური მოდული საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გამოსახულების დამახინჯება და გამოყენებულია ერთი სუპერკომპაქტური მოდული. 

image.jpeg

Technics-ის დინამიური გამომსხივებლის წყალობით მოწყობილობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას და სიხშირეების ფართო დიაპაზონს – სუპერდაბალიდან მაღალ სიხშირეებამდე. 

სათვალეს კომპაქტური და მსუბუქი ჩარჩო აქვს ყოველგვარი დამატებითი სამაგრების გარეშე. 

კორპორაცია Panasonic გეგმავს სამომავლოდაც გააგძელოს VR-სფეროში საქმიანობა, რაც მოთხოვნადი იქნება 5G სერვისების უახლოეს გავრცელებასთან დაკავშირებით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button