Hi-Techახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

ახალი პორტატული მონიტორი ASUS ZenScreen MB16ACE USB Type-C პორტით

ASUS-ის ასორტიმენტში გამოჩნდა პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE, რომელიც შესანიშნავი დამატებაა ლეპტოპის ან დესკტოპ სისტემისთვის. 

ახალ მონიტორს აქვს IPS მატრიცა ზომით 15.6 დუიმი დიაგონალზე. დისპლეის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი). თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. 

image.jpeg

პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია USB Type-C პორტი. იგი ასევე გამოიყენება მონაცემთა გადაცემისა და კვების მიწოდებისთვის. მონიტორის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 8 ვატს შეადგენს. 

მონიტორს დამცავი გარეკანი აქვს, რომელიც სადგამის ფუნქციასაც ასრულებს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორ ალბომის, ასევე პორტრეტის რეჟიმში. 

image.jpeg

ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 250 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა – 800:1. მატრიცის რექციის დრო 5 მილიწამია (Gray to Gray). მონიტორი იწონის დაახლოებით 710 გრამს, მისი ზომებია 359,7 × 226,4 × 8,0 მმ. 

image.jpeg

სისტემა Flicker-free უზრუნველყოფს ეკრანის ციმციმის აღკვეთას, Low Blue Light ტექნოლოგია კი ამცირებს ლურჯი ნათების ინტენსიურ გამოსხივებას. ეს ტექნოლოგიები დატვირთვას ამცირებენ თვალებზე და ზრდიან სამუშაო პროცესის კომფორტის დონეს. 

პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button