დანაშაულისხვადასხვა

პოლიციელმა “ბანდიტური მუსიკისადმი” ინტერესის გამო გოგონა მოკლა

ბრაზილიაში, კერძოდ ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციელმა მისთვის მიუღებელი მუსიკის მოსმენის გამო სტუდენტი გოგონა მოკლა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასამუშაო დროს ბარში შესული პოლიციელი სახელად აგიარ დე სილვა, ადილზე მყოფ 21 წლის გოგონას ჰეისა ანდრადეს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მოითხოვა და ჩაართვევინა Funk carioca-ს ჟანრის მუსიკა. აღნიშნულ სტილს ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფი “წითელი გუნდი” მისდევს, რომელიც ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობითაა დაკავებული. 1990 წელს იგი ყველაზე ძლიერ დანაშაულებრივ დაჯგუფებად ითვლებოდა მთელ რიო-დე-ჟანეიროში. “წითელი გუნდი” ასპონსორებს მუსიკოსებს, რომლებიც პანკ-მუსიკას წერენ და ხოტბას ასხამენ დაჯგუფებას და მის დაღუპულ წევრებს.

აგიარმა მუსიკის გათიშვა მოითხოვა, თუმცა მის მოთხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია, რის შემდეგაც იარაღი ამოიღო, გოგონას დაუმიზნა და დაემუქრა.

გოგონას კითხვაზე: “რას მიზამ? მომკლავ?”, პოლიციელმა საპასუხოდ გასროლა მოახდინა და მთელი მჭიდი ტყვიები დააცალა.

სტუდენტი გოგონა მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. პოლიციელი ადგილზევე იქნა დაკავებული.

Source
http://icode.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button