საინტერესოუცნაური

მილიარდერი ბევრმა ფულმა ბედნიერი ვერ გახადა

სოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჩინელმა ჯეკ მამ აღიარა, რომ იგი უფრო ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც ფული არ ჰქონდა.

ჯეკ მა გახლავთ კომპანია ალიბაბა ჯგუფის (Alibaba Group) დამაარსებელი, ფირმა ინტერნეტ-მაღაზია AliExpress-ის შემადგენლობაში შედის. მილიარდერის თქმით, იგი უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და ინგლისურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ჯეკი იმ დროს ხელფასის სახით 75 იუანს, დაახლოებით 30 ლარს იღებდა.

ჯეკის თქმით, გამდიდრებამ მას ბედნიერება ვერ მოუტანა. 2015 წელს, აშშ-ში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მან აღნიშნა, რომ ფულის დახარჯვა იმ ადამიანებმა იციან, რომელთაც 1 მილიონი დოლარი გააჩნიათ. “მილიარდები, თქვენ აღარ გეკუთვნით”, – აცხადებს ჯეკ მა.

დღეის მდგომარეობით ბიზნესმენი ჯეკ მას ქონება 47,2 მილიარდი დოლარია. იგი ჩინეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button