Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

ჯეფ ბეზოსი მთვარისკენ მიიწევს: Blue Origin მოდულისთვის განკუთვნილმა BE-7 ძრავმა აალების ახალი გამოცდა გაიარა

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პროგრესი იქნა მიღწეული მთვარეზე დასაფრენ მოდულ Blue Origin-ისთვის განკუთვნილი ძრავის შემუშავებაში. საერთო ჯამში ძრავმა იმუშავა თითქმის 21 წუთი. მორიგმა წარმატებულმა ტესტირებამ ბეზოსს საშუალება მისცა გამოეხატა დარწმუნება, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს NASA-ს კონკურსში და ოთხი წლის შემდეგ ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს.

ძრავი BE-7 გადის აალების მორიგ სტატიკურ გამოცდას. ფოტოს წყარო: Blue Origin 

„ეს გახლავთ ძრავი, რომელიც პირველ ქალს წაიყვანს მთვარეზე“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში. – „BE-7 – ეს არის მაღალი წარმადობის, 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი, 10 ათასი ფუნტი გაწევის უნარის მქონე თხევადი წყალბად-ჟანგბადის ძრავი მთვარის მოდულისთვის, რომელსაც ასევე გააჩნია 2000 ფუნტამდე დროსელირების შესაძლებლობა მთვარეზე ზუსტი დაშვებისთვის“.  

image.jpeg

დასაფრენ მოდულ Blue Origin-ს ექნება ერთი BE-7 ძრავი. ფოტოს წყარო: Blue Origin 

NASA-ს შეჯიბრში კიდევ სამი გუნდი მონაწილეობს „ეროვნული გუნდის“ (National Team) პრალელურად. კერძოდ, ილონ მასკის კომპანია SpaceX-საც აქვს საკუთარი პროექტი ადამიანის მთვარეზე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მიიჩნევა, რომ შეჯიბრის გამარჯვებული გამოცხადდება მომდევნო წლის თებერვალში, რის შემდეგ დაიწყება კოსმოსური რაკეტის აგება მთვარის მისია Artemis-ისთვის. ჯეფ ბეზოსი, როგორც მისი შეტყობინებების კონტექსტიდან ჩანს, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button