ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

კონსტანტინე გამსახურდია – დიონისოს ღიმილი

„მე ყველაფერს ავიტან სხვის ქვეყანაში: სიმშილს, სიცივეს, სიღარიბეს და მარტოობას, ოღონდ ნუ მაჩვენებთ ხეების აყვავებას და ფოთლის ცვენას, ნუღარ მაჩვენებთ მათს სიხარულს და მწუხარებას სხვის ქვეყანაში“…

„პოლიტიკურ დამარცხებას მუდამ დიდი შემოქმედებითი ნაყოფიერება მოჰყვება“.

„კალამი არტილერიაზედაც უმძაფრესი იარაღია“.

– შესაძლოა ეს ჩვენი უნაყოფო თაობის სენიც იყოს, ხანუმ, ჩვენ სამშობლოში უცხოელები ვგონივართ, უცხოეთში ემიგრანტები. მე მაინც მინდა ცოტახანს კიდევ ვიმგზავრო. მერმე დავბრუნდები საქართველოში სხვა თუ ვერაფერი გავაკეთე, ჩემი დიდი სეხნიას, კონსტანტინე არგვეთის მთავრის ცხოვრებისა და მარტვილობის წიგნს მაინც დავსწერ.
– ნუთუ არავინ გიყვართ საქართველოში?
– მთელი საქართველო, ხანუმ. – იცინის.
– მე სხვა გკითხეთ.
– ისე არავინ. ულამაზესი ქართველი ქალები უცხოელებს მიჰყვებით, ვინ შევიყვარო?
– დამცინით, თუ კონპლიმენტია?
– სერიოზულად ვამბობ. თქვენ რა გგონიათ, ქართველმა ქალებმა გააკეთილშობილა

Konstantine_Gamsakhurdia

კონსტანტინე გამსახურდია

ოსმალეთისა და სპარსეთის არისტოკრატია. ასეთივე ბედი ეწია ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანა იყო მთელს აღმოსავლეთში. მარტო თამარის პატიოსანი თვლების ულევი სალაროები! ევროპაში მარია ანტუანეტას და პომპადურის ტუალეტები უკვირდათ. ჩვენ რომ მარია ანტუანეტას გვირგვინის ბრილიანტები ვნახეთ წინა კვირას ლუვრში, ამგვარ ბრილიანტებს საქართველოს ვასალური მთავრების ცოლები ატარებენ. თამარს სათამაშო ბურთისოდენა ბრილიანტები ჰქონდა“.

„თანამედროვე ოჯახი, ბაბილონის გოდოლია, რამდენი სულიცაა – იმდენი ქვეყანა“.

„სიყვარული კორექტურულ შეცდომას გავს, სადაც არ გგონია იქ შეგეპარება“…

„სიძულვილი… ჰმ… სიყვარულზე უფრო ძნელი დასაფარავი ყოფილა თურმე!..“

„ყოველი ქრისტიანი თვით უნდა გახდეს ქრისტე და აჰა, მე დავძლიე ჩემი ადამიანური სივაგლახე, მე საცოდავმა და უბინაო მწირმა“.

„მე, ჩვენი დროის ახალ ქრისტედ მომქონდა თავი, დამცინოდა კიდეც აბისინიის ჯუნგლების უგვირგვინო მეფე. ჩემი სტუმრობა მას ისე არაფრად ჩაუგდია, თითქოს მე უმნიშვნელო ბუზი ვყოფილიყავი, მისი ფერხთით დაგდებული ცხენი ჩონჩხს გარს რომ ეხვია“.

„ხომ აუტანელია: ქვეყანაზე საკუთარი „შინ“ არა გქონდეს, ცაში ღმერთი არ გეგულებოდეს და არც არავის უყვარდე ამ გაუხარებელი ცხოვრების ბნელ ღამეში?!“

„ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება“.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button