Topფლორა & ფაუნაჩვენი მსოფლიო

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი მთა

1.  ევერესტი

დედამიწის უმაღლესი წერტილი ევერესტი (აგრეთვე ცნობილი როგორც ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, საგარმათხა) — დედამიწის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 8848 მ. მდებარეობს ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს.

2. ყარაყორუმი

მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში. პაკისტანის, ჩინეთისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. ყარაყორუმი ჰიმალაის მთების შემდეგ, სიმაღლით მეორე მთათა სისტემაა დედამიწაზე. იგი ინდისა და ტარიმის აუზების წყალგამყოფია.

3. კანჩენჯანგა

კანჩენჯანგა — მთის მასივი აღმოსავლეთ ჰიმალაის სამხრეთ განშტოებაზე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. მასივის მთავარი მწვერვალის სიმაღლეა 8586 მ. კანჩენჯანგა დედამიწის სიმაღლით მესამე მწვერვალია. აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია წვეტიანი მწვერვალები და ციცაბო კალთები. არის მძლავრი გამყინვარება. მისი გრანდიოზული მასივი 17 კილომეტრზეა გადაჭიმული, აქედან ექვსკილომეტრიანი ზოლი 8000 მეტრზე მაღლაა აღმართული. 1852 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად. კანჩენჯანგაზე პირველი ექსპედიცია 1899 წელს მოაწყო ინგლისელმა დაგლას ფრეშფილდმა. პირველი პირველად დაიპყრეს ბრიტანელებმა ჯო ბრაუნმა და ჯორჯ ბენდმა 1955 წლის 25 მაისს. კანჩენჯანგაზე ასვლების ისტორიაში ყველაზე რთული იყო რუსების მიერ 1989 წელს მოწყობილი ექსპედიცია, რომელმაც მისი ოთხივე რვაათასიანი პიკის ტრავერსი განახორციელა. სახელწოდება „კანჩენჯანგა“ აღნიშნავს „დიდი თოვლის ხუთ საგანძურს“, ვინაიდან მთიანი მასივი ხუთი მწვერვალისგან შედგება.

4. ლჰოძე

ლჰოძე — რვაათასიანი მწვერვალი ჰიმალაის მთებში, ჩინეთსა და ნეპალში. სიმაღლის მიხედვით დედამიწის მე-4 მწვერვალი. სიმაღლე 8516 მ. ადმინისტრაციულად მოქცეულია ჩინეთის — ტიბეტის ავტონომიური რეგიონისა და ნეპალის — ქუმბუს რეგიონის საზღვარზე. წარმოადგენს ევერესტის მასივის ნაწილს. უკანასკნელთან დაკავშირებულია სამხრეთი უნაგირათი. აგებულია კრისტალური ქანებით. მთავარ მწვერვალთან ერთად ლჰოძე წარმოდგენილია შედარებით მცირე მწვერვალებით: შუა ლჰოძეთი (8414 მ) და ლჰოძე-შარით (8383 მ). ტიბეტურად ლჰოძე ნიშნავს „სამხრეთის მწვერვალს“.

5. მაკალუ

მაკალუ (ჩინ. 马卡鲁山 Mǎkǎlǔ Shān) — მთის მასივი ჰიმალაიზე, ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე. მდებარეობს ევერესტის სამხრეთ-აღმოსვლეთით 22 კმ-ზე. სიმაღლე — 8485 მ. ის არის სიმაღლით მსოფლიოს მე-5 მწვერვალი. ძირითადად აგებულია გრანიტებით. მაკალუ პირველად დაიპყრეს 1955 წლის 15 მაისს ლიონელ ტერაიმ და ჟან კუზიმ.

6. ჩო-ოიუი

ჩო-ოიუი (ჩინ. 卓奥友山 Zhuó’àoyǒu Shān) — მწვერვალი ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე. იგი ჰიმალაის მთებში მდებარე ერთ-ერთი რვაათასიანი მწვერვალია. სიმაღლე — 8188 მ. სიმაღლით მსოფლიოს მე-6 მწვერვალი. მაკალუსა და ლჰოძესთან ერთად შედის ევერესტის მთის მასივის შემადგენლობაში. მოქცეულია საგარმატხის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

7. დჰაულაგირი

დჰაულაგირი (სანსკრ. धौलागिरी — „თეთრი მთა“) — მწვერვალი ნეპალში, ჰიმალაის მთათა სისტემაში. სიმაღლე 8167 მ. შედის დჰაულაგირის მასივში. სიმაღლით მსოფლიოს მე-7 მწვერვალი. დჰაულაგირის მასივი მდინარე განდაკის ხეობით გამოყოფილია ანაპურნას მასივისაგან, სადაც მდებარეობს კიდევ ერთი რვაათასიანი მწვერვალი ანაპურნა.

Dhaulagiri (8167 m)

8. მანასლუ

მანასლუ (ჰინდი. मनास्लु, ასევე ცნობილი როგორც კუტანგი) — მწვერვალი ნეპალში, ჰიმალაიში, მწვერვალ ანაპურნიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 65 კმ-ზე. ის არის მსოფლიოს სიმაღლით მე-8 მწვერვალი. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „სულის მთა“ და წარმომდგარია სანსკრიტული სიტყვა „მანასა“-სგან, რაც ნიშნავს — „სულს“. მისი სიმაღლეა — 8163 მ.

9. ნანგა-პარბატი

ნანგა-პარბატი (ურდ. ننگا پربت) — მწვერვალი პაკისტანში, ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაიში. მისი სიმაღლეა 8126 მ. სიმაღლით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. მას სხვანაირად „მკვლელ მთასაც“ ეძახიან, რამდენადაც 1990 წლამდე არსებული მონაცემებით ალპინისტების სიკვდილინობის კოეფიციენტი შეადგენდა 77%-ს. წარმოადგენს ყველაზე დასავლეთით მდებარე რვაათასიანს.

10. ანაპურნა

ანაპურნა (სანსკრ. अन्नपूर्णा) — მწვერვალი ნეპალში, ჰიმალაიზე, ანაპურნის მასივზე. მწვერვალის სიმაღლეა — 8091 მ. ანაპურნა სიმაღლით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. ის არის პირველი რვაათასიანი მწვერვალი, რომელიც ადამიანმა დაიპყრო. (1950 წლის 3 ივნისს) მიუხედავად ამისა, ანაპურნა წარმოადგენს ყველაზე სახიფათო რვაათასიანს. მასზე ასვლისას ან ჩამოსვლისას დაიღუპა მრავალი ალპინისტი. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 40%-ზე მეტია. რვაათასიანებზე ალპინისტების ასვლების ისტორიაში ყველაზე ნაკლები ასვლა განხორციელდა ანაპურნაზე. 2008 წლის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 154 ასვლა და 58 დაღუპული ალპინისტი.

მომწადებულია wikipedia.org-ის გამოყენებით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button