გამონათქვამებისაკითხავი

შტეფან ცვაიგი – გამონათქვამები

„კაცობრიობას მხოლოდ ის ამდიდრებს დიდი ხნით, ვინც მას თავისი თავის შეცნობაში ეხმარება და მის შემოქმედების შეგრძნებას აღრმავებს.“

„მხოლოდ გადალახულ დაბრკოლებათა ჟამია სწორი საზომი ადამიანის გმირობისა.“

„რა მნიშვნელობა აქვს გმირობას, თუ ის არ იქნება აღწერილი. ისტორიული საქმე მაშინ არის დასრულებული, როცა ისე ხდება შთამომავლობის საკუთრება.“

„ბედი ტრაგიკულ ფორმებში ახვევს სწორედ დიდ ადამიანებს.“

„ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ წუთებში.“

„როდესაც ერთობ სახელდახელოდ გინდა საათის რომელიმე გორგოლაჭი შეაკეთო, როგორც წესი, მთელ მექანიზმს მოშლის ხოლმე კაცი.“

„თუკი ტყუილი შემწეობას აღმოუჩენს სხეულს, ეს უკვე უბადრუკი სიცრუე კი არა, პირველხარისხოვანი წამალია.“

„თუ გსურს მშვიდობა, შექმენი ის, შექმენი მთელი თავგანწირვით, ყოველ დღე, ყოველი საათით.“

„ხანში შესვლა ნიშნავს წარსულის შიშის ჩამოშორებას.“

„ეჭვის შეტანა ადამიანის გონების საშინელი მტერია.“

„წიგნი ალფა და ომეგაა ყოველგვარი შემეცნების, დასაწყისია მთელი მეცნიერების.“

„იყო უდიდესი, ნიშნავს მისცე მიმართულება.“

„პოზის პათოსი არ ემსახურება სიდიადის გამოხატულებას, ის ვინც პოზებზეა დამოკიდებული მატყუარაა. ფრთხილად იყავით „ლამაზ“ ხალხთან.“

„ის, ვინც ერთხელ მაინც იყო გულწრფელი საკუთარ თავთან, სამუდამოდ გულწრფელი დარჩა.“

„სანამ რაიმე ახალი აღიმართება, აუცილებლად არსებულის ავტორიტეტი უნდა დაკნინდეს.“

„ჭადრაკი, ისევე როგორც სიყვარული, პარტნიორს ითხოვს.“

„არ არსებობს იმაზე უიმედო საქმე, ვიდრე სიცარიელის ხატვაა, არ არსებობს უფრო რთული რამ, ვიდრე ერთფეროვნების ფერწერაა.“

„მხოლოდ გადასული წინააღმდეგობების რაოდენობაა ჭეშმარიტი საზომი ადამიანის მიღწევებისა და მისი ადამიანურობისა, რომელმაც ეს მიღწევები ჩაიდინა.“

„ისტორიული საქმეები მაშინ არ მთავრდებ, აროდესაც ის დასრულდა, არამედ მაშინ, როდესაც ის თაობების ქონებად იქცევა.“

„როცა ძაღლი და კატა მეგობრდებიან, ეს მხოლოდ კავშირია მზარეულის წინააღმდეგ.“

„თუ ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მოკიდოს ხელი უიმედო საქმეს, მაშინ მზაკვრული შემთხვევა გზაზე ხვდება მაშინვე.“

„თითოეული ადამიანი უნებურად (უკვდავებისკენ სწრაფვის წყალობით) მიილტვის იმისკენ, რომ აღბეჭდოს თავისი ერთგზისობა და განუმეორებლობა რაიმე გახანგრძლივებული ფორმით, რომელიც მასზე დიდხანს იცოცხლებს.“

„მაინც რა არის ის, რაც თაობიდან თაობაში აცდუნებს ადამიანებს, ხელი მოჰკიდონ ამ შესაძლოა, გადაუჭრელ ამოცანას? ეჭვგარეშეა – ეს არის ადამიანში სტიქიურად მოქმედი სწრაფვა: თანშობილი ლტოლვა საკუთარი თავის უკვდავყოფისა.“

„სწორედ რომ ყველაზე კარგად ნაცნობი აღმოჩნდება ხოლმე ხელოვნებაში ძნელად მისაწვდომი, მოჩვენებითად იოლი ამოცანა – ურთულესი. უფრო ადვილია, სარწმუნოდ გამოხატო შენი დროის – გნებავთ, ყველა დროის – ნებისმიერი ადამიანი, ვიდრე წარმოაჩინო საკუთარი „მე“.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button