ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – ტაჯიმა უჩიჰა

ტაჯიმა უჩიჰა (うちはタジマ, უჩიჰა ტაჯიმა) უჩიჰას კლანის წევრი იყო, რომელიც დამალული სოფლების დაარსებამდე, დიდი ომიანობის დროს ცხოვრობდა. იგი მადარა და იზუნა უჩიჰების მამა იყო.

მონაწილეობა სერიებში
ტაჯიმა და იზუნა ემზადებიან სენჯუებთან საბრძოლველად. სენჯუს კლანის წინააღმდეგ ბრძოლაში ტაჯიმამ ხუთი შვილიდან სამი დაკარგა. ცოცხლები მხოლოდ მადარა და იზუნა გადარჩნენ. მოგვიანებით, ტაჯიმამ შეიტყო, რომ მისი უფროსი შვილი მადარა სენჯუს კლანის წევრს – ჰაშირამას იცნობდა. მადარასა და ჰაშირამას ბოლო შეხვედრისას ტაჯიმამ და იზუნამ ჰაშირამას მოკვლა დააპირეს, მაგრამ მათ ხელი ბუცუმა სენჯუმ და მისმა ვაჟმა ტობირამამ შეუშალეს. მამები ერთმანეთის უმცროსი შვილების მოკვლას შეეცადნენ, თუმცა მადარასა და ჰაშირამას ძალისხმევით ბრძოლა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს უჩიჰებმა უკან დაიხიეს, ტაჯიმა მაინც კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მადარამ თავისი შარინგანის გაღვიძება მოახერხა.

გარეგნობა
უჩიჰას კლანის სხვა წევრების მსგავსად ტაჯიმასაც შავი თმა და ამავე ფერის თვალები ჰქონდა.

შესაძლებლობები
ტაჯიმა უჩიჰა შარინგანს ფლობდა. იგი კარგად ხმარობდა ხმალს.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90_%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%B0%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button