ლიტერატურა

წინადადების წევრები

ქვემდებარე და შემასმენელი წინადადების მთავარი წევრებია.

ქვემდებარე გამოხატავს მოქმედ საგანს, შემასმენელი – საგნის მოქმედებას (ან მდგომარეობას).ზმნა წინადადებაში შემასმენელიაქვემდებარე კი სახელით გადმოიცემა. ქვემდებარის ბრუნვებია სახელობითიმოთხრობითი და მიცემითი.მაგ.: არწივი ნელ-ნელა დაბლა იწევდა.         ფრინველებმა არწივს საერთო სალამი მისცეს.         თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი.შემასმენელი ზოგჯერ აღნიშნავს, როგორია, ვინ არის ან რა არის ქვემდებარით გამოხატული საგანი.მაგ.: შაქარი ტკბილია, ია ყვავილია…მხოლობითში დასმულ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა.მაგ.: ბავშვმა მდინარეში პატარა თევზი დაიჭირა.როცა ქვემდებარეს ამხსნელად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა, ქვემდებარეც მხოლობითში დაისმის და მისი შემასმენელიც. მაგ.: ორი ბიჭი ყანიდან გამოდიოდა.          ყველა ფრინველი ხეზე ზის.როცა ქვემდებარე სულიერი საგნის სახელით არის გადმოცემული და მრავლობით რიცხვში დგას, ჩვეულებრივ შემასმენელიც მრავლობით რიცხვშია.მაგ.: ქალები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ხილის საკრეფად.როცა ქვემდებარე უსულო საგნით არის გამოხატული და მრავლობითშია, შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობით რიცხვში დგას.მაგ.: ცას შავი ღრუბლები გადაეკრა.თუ მრავლობითში დასმული ქვემდებარე ისეთ საგანს გამოხატავს, რომელსაც სულიერივით მოქმედება მიეწერება, შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში იხმარება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button