ახალი ამბებისხვადასხვატექნოლოგია

WizPhone WP006 Google-ის ახალი ტელეფონი რომლის ღირებულებაც 7 დოლარია

Google-მა ინდონეზიაში წარადგინა ტელეფონი, რომლის ღირებულებაც 7 დოლარია. გაჯეტი WizPhone WP006 4G-ით არის აღჭურვილი. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

 მობილურ ტელეფონს, რომელიც KaiOS ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, Google ასისტენტის გამოსაძახებლად სპეციალური ღილაკი აქვს, რომლის საშუალებით მომხმარებელი რამდენიმე სხვადასხვა ხმოვანი ბრძანების გაცემას შეძლებს.  მაგალითად, მუსიკის ჩასართავად, მესიჯის გასაგზავნად ან ვიდეოს და ზარის განსახორციელებლად.

მოწყობილობაზე შესაძლებელია სოციალური ქსელების, მათ შორის Facebook-ისა და WhatsApp-ის გაშვება.

კომპანიის ინფორმაციით, ტელეფონი აღჭურვილია Qualcomm 2015 Mobile Platform-ით, რომელიც 512 მეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით მუშაობს. ამასთან, გაჯეტის დამატებითი მეხსიერება 4 გიგაბაიტია. 
Wizphone WP006-ს 2 მპ მთავარი კამერა და წინა კამერა VGA გაფართოებით აქვს. 2.4 “ეკრანი (სავარაუდო 320×240 pixels) ფუნქციონალის გათვალისწინებით, ბატარეამ, რომლის მოცულობა 1800 მა/სთ.-ს შეადგენს, 350 საათის განმავლობაში იმუშავებს.

გაყიდვები დაიწყება ინდონეზიაში 2019 წლის პირველ კვარტალში

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button