ამონარიდებილიტერატურასაკითხავი

ფიოდორ დოსტოევსკი – ყმაწვილი

„რასაც არ უდნა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს…“

„ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა.“

„ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი – შეუძლებელი.“

„ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს.“

„ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა.“

„ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა.“

„არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს.“

„ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია – პატიოსანია ის თუ უპატიოსნო.“

„ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე.“

„ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი.“

„თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.“

„უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება.“

„შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები.“

„სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!..“

„უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი.“

„თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს.“

„ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი.“

„მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია.“

„მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება – იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის.“

„ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა.“

487144_209920812476584_418529472_n

„ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა.“

„ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა.“

„საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი.“

„ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო.“

„მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა.“

„ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე.“

„მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა.“

„ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს.“

„შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას!“

„გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა.“

„მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია.“

„უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს.“

„წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე.“

„ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს.“

„ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს.“

„მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო.“

„ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ“.

„მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა დამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება.“

1438269483_podrostok

„რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს.“

„თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს.“

„ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში – სულ ერთი საიდუმლოებაა.“

„უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაშ არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ.“

„უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა.“

„კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს არ ეთაყვანა.“

„უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია.“

„ვექილი დაქირავებული სინდისია.“

„ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს.“

„რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი!“

„როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, – ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, – აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, – მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ“.
„ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს“.

„უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი – სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება“.

„მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს.“

„როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს.“

„ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს.“

„მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან“.

„ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო“.

„რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში“.

„ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, – ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები“.

„თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე“.

Достоевский

„ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული – არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე“.

„იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ“.

„უნარი – პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება“.

„ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს“.

„საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ“.

„რუსები – ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი – მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე“.

„ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს – ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს – ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი“.

„ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე“.

„უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება“.

„მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება – აი სამოთხე“.

„სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია“.

„არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ“.

„კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას – ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ“.

„მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია“.

„ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი – ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი – კეთილშობილება და დიდსულოვნება“.

„მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა“.

„უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე“.

1423414896_61d9a

„ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და – როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი – მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი“.

„ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს“.

„როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?!”

„ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო“.

„როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ“.

„რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი“.

„ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, – ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ“.

„იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი“.

„მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, – ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს“.

„ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი“.

„ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული“.

„სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს“.

„ქალი უდიდესი ძალაუფლებაა“.

„რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა“.

„კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!..“

„ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში“.

– უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო.
– და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა.
– ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით.

„შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები“.

„იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი“.

„მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ“.

„ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა“.

„უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა“.

„ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია – უდიდესი ცდუნებაა“.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button